მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
საინფორმაციო, საგანმანათლებლო, მეთოდური რესურსი, ჟურნალი "მასწავლებელი" 10 წლის გახდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ცენტრის წარმომადგენლები, ჟურნალის ავტორები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
შეჯამდა 10 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და გამოიფინა პროგრამის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები (ჟურნალი "მასწავლებელი", ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, მასწავლებლის ბიბლიოთეკის წიგნები, სამეცნიერო-რეფერირებადი ჟურნალი "განათლების მეცნიერება").
დაჯილდოვდნენ ის ადამიანები, ვინც 10 წლის მანძილზე უწყვეტად მუშაობენ ჟურნალში და მონაწილეობას იღებენ საგანმანათლებლო რესურსების შექმნაში, დიზაინერი, მხატვარ-ილუსტრატორი, ტექსტების სტილისტ-კორექტორები, ტექტების რედაქტორები, ჟურნალისტები და მასწავლებელი ავტორები.
ჟურნალი „მასწავლებელი“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანამანათლებლო რესურსია და მასწავლებლის პროფესიის რეგულირების გზაზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პროცესში, მასწავლებლისათვის ინფორმაციის დროული, საჯარო გზით მიწოდებას ემსახურება.
ჟურნალი „მასწავლებელი“ ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს გადაეცემა საჩუქრად.