განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში ძალიან ბევრი გაკეთდა
და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამას თვალყურს არ ადევნებს:
"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არ ადევნებს თვალყურს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ძალიან ბევრი გაკეთდა მისი მინისტრობის შემდეგ. ინტერნაციონალიზაციას და მეცნიერებაზე ზრუნვას გამოვყოფდი. საქართველო გახდა „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებული წევრი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა - მეცნიერების დაფინანსება, ახალგაზრდა მეცნიერების წახალისების სხვადასხვა მექანიზმი. მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი - სექტემბრიდან პირველი და მეექვსე კლასების ჩათვლით სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები შევა. ძალიან მალე საქართველო გახდება CERN-ის ასოცირებული წევრი, რაც უაღრესად დიდი მიღწევა იქნება მეცნიერებისთვის. მრავალი სხვა მოვლენა როგორც განათლების, ასევე მეცნიერების კუთხით განხორციელდა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას ყურადღებას არ აქცევს".
"რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში, იმის მერე არც არაფერი გაკეთებულია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას.