განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018-2019 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს
- სააპლიკაციო სისტემა 25 აპრილის 14:00 საათზე გაიხსნება და 25 მაისამდე ღია იქნება.
კონკურსი სასტიპენდიო, საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო, კვალიფიკაციის ამაღლების და სახელოვნებო აკადემიურ პროგრამებზე ცხადდება.
პროგრამები 30-მდე ქვეყანაში სწავლის საფასურის, ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს, სახელმწიფო ბიუჯეტის და დონორების დაფინანსებით.
ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ჭელიძე აპლიკანტებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება სამოტივაციო წერილს დაუთმონ.