შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს - კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და ინსტრუქციას:
"ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ძირითადი რეგისტრაცია 30 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.
ვინც ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდება, საგამოცდო კონკურსში ვერ ჩაერთვება.
რეგისტრაცია 5 მარტს გამოცხადდა.
ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი.
15 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება.
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდეა შესაძლებელი.
30 მარტის 18:00 საათზე შეწყდება რეგისტრაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდის და მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის".