შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბულგარეთის ელჩი დესისლავა ივანოვა ეწვია.
ელჩს სამართლის პროგრამისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ევროინტეგრაცია, საქართველოში არსებული გამოწვევები და მიმდინარე მოვლენები. სტუმრებთან ერთად, დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტებიც. ღონისძიება პროექტის „ევრაზიის დემოკრატიული უსაფრთხოების ქსელი“ ფარგლებში გაიმართა.