
პროგრამა „სტარტაპერისა“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთობლივ ღონისძიებზე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ ახალი პროექტის - სტარტაპკურსის შესახებ.
სტარტაპკურსის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღონ.
საპილოტე სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად დაინერგა და ის მარტში დაიწყება.
სტარტაპკურსის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში, სტუდენტები დაესწრებიან სხვადასხვა თემატიკის სესიებს, რომლებიც აერთიანებს სტარტაპის განვითარების სრულ ფაზას - იდეის დაბადებიდან წარმატებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამდე.