საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 212 დევნილ სტუდენტს, რომლებიც სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში სწავლობენ, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.
სააგენტო „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას“ 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, 2016-2017 წლებში სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო სასწავლებლებში ჩარიცხული 500-მდე დევნილი სტუდენტი უკვე დაფინანსდა და ეს პროცესი 2018 წელსაც გაგრძელდება.
დევნილმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი და ჩააბარონ სააგენტოში - თბილისი, თამარაშვილის 15ა ან სკანირებული განაცხადი, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, გამოგზავნონ სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge.