თანამედროვე სამყაროს სწრაფი ტემპი კარგად აისახა ციფრულ პლატფორმებზე, აქ ოდნავი შეფერხებაც კი ეგრევე შეიმჩნევა. აუცილებელია, რომ ვებსაიტები პასუხობდნენ მომხმარებლების მოთხოვნებს და გვთავაზობენ პროცესების სწრაფად და მარტივად შესრულების შესაძლებლობას.
თიბისი ფეი ნამდვილად ინოვაციური ბრენდია, რომელიც საუკეთესო სერვისს ნერგავს. აქ სასურველი სერვისის პოვნას წამები სჭირდება, პლატფორმის ნავიგაცია და დიზაინი კი გათვლილია იმაზე, რომ მომხმარებლებმა მაქსიმალურად დაზოგონ ძალისხმევა. ნებისმიერი პროცესი, რომელიც თიბისი ფეიზე შეგხვდება, აუცილებლად იქნება სწრაფი და კომფორტულად სამართავი, რასაც ეს რამდენიმე მახასიათებელიც დაადასტურებს:
სწრაფი რეგისტრაცია
თიბისი ფეიზე რეგისტრაცია სრულიად უფასოა და სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ამასთან, ბევრი ფუნქციონალით სარგებლობას საერთოდაც რეგისტრაციის გარეშეც შეძლებთ, ეს კი განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა ძალიან გეჩქარება.
სწრაფი სერვისი
ნებისმიერი გადასახადის დასაფარად სულ რამდენიმე კლიკიც საკმარისია - იპოვი სასურველ კატეგორიას, შემდეგ კი სერვისს და მიყვები ინტუიციურ პროცესს.
ამასთან, თიბისი ფეის აქვს ერთი უდიდესი უპირატესობაც, აქ გადახდა შეგიძლია კვირის ნებისმიერ დღეს, არასამუშაო დღეებსა და საათებშიც კი, რაც არ გამოიწვევს შეფერხებას და თანხა აისახება მომენტალურად.
ავტომატიზებული სერვისი
ასევე შეგიძლია პლატფორმაზე ავტომატური გადახდები და შაბლონები დაამატო, შესაბამისად, პლატფორმა თავად გადაიხდის, მაგალითად, ელექტროენერგიის გადასახადს ისე, რომ შენ საერთოდაც არ დაგჭირდება დროის დაკარგვა ან ქვითრების შეგროვება.
როგორც ხედავ, თიბისი ფეი მართლაც მორგებულია თანამედროვე ადამიანებზე და გვთავაზობს სერვისს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს,