ალბათ ხშირად გსმენიათ კიბერთავდასხმებზე და ფიშინგზე, როცა ერთი შეხედვით სანდო პლატფორმაზე მიბმული საბანკო ბარათიდან უცხო პირებმა საკმაო თანხა ჩამოაჭრეს მომხმარებლებს. ეს შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია და მათგან თავდაცვის სრულ მექანიზმს გვთავაზობს თიბისი ფეი.
ბუნებრივია, როცა ჩვენს ყველაზე სენსიტიურ ინფორმაციას - საბანკო მონაცემებს ციფრულ პლატფორმაზე ვტვირთავთ და თანაც ვიმახსოვრებთ, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ეს ინფორმაცია სანდო ხელშია და მას კიბერთავდამსხმელები ვერ იპოვიან. თიბისი ფეისთვის მომხმარებლის ინფორმაციის სანდოობა უპირატესია, შესაბამისად, ამ პლატფორმაზე დანერგილია უახლესი სისტემები, რომლებიც მონაცემებს საგულდაგულოდ იცავს.
რამდენადაა დაცული თიბისი ფეის მომსახურება?
პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ TBC Pay-ს პლატფორმებზე ინფორმაცია სრულადაა დაშიფრული და მესამე მხარე მის წაკითხვას ვერ შეძლებს. ამასთან, პლატფორმაზე ავტორიზაციასაც რამდენიმესაფეხურიანი სისტემა იცავს. მაგალითად, შეგიძლიათ გაააქტიუროთ ბიომეტრიული ავტორიზაცია და სისტემაში შეხვიდეთ თითის ანაბეჭდით ან სახის ამოცნობით. ასე თქვენს აპლიკაციაში უცხო პირი ვერ შევა. ასევე შეგიძლიათ გაააქტიუროთ ერთჯერადი კოდით შესვლაც. ასე, ყოველი ავტორიზაციისას თქვენს პირად მობილურზე მიიღებთ კოდს და დაადასტურებთ, რომ ვებსაიტის გამოყენებას ნამდვილად თქვენ აპირებთ.
რაც შეეხება ფიზიკურ სივრცეებს, ტერმინალების ტესტირება რამდენიმე წლის წინ ჩატარდა და დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ინფორმაციული უსაფრთხოება სრულადაა გაძლიერებული.
ამასთან, პერიოდულად ვატარებთ სისტემურ ტესტირებებსაც, რათა გადავამოწმოთ კომპანიაში მიმდინარე პროცესების სანდოობა და ტექნიკური გამართულობა. შედეგად, თიბისი ფეი ნამდვილად უსაფრთხო პლატფორმაა და მაქსიმალურად იცავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც მას მომხმარებელი აწოდებს.