საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება
კატეგორიის სხვა სიახლეები
13 კურსი, 100-ზე მეტი ტრენინგი, 13 430 რეგისტრაცია და 5000-ზე მეტი დასწრება – 2022 წელი თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამისთვის გამორჩეული იყო. რიცხვების გარდა, პროგრამის წარმატებაზე დამსწრეთა შეფასებებიც მეტყველებს — ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შეხვედრებზე მიღებული ცოდნა კომპანიის უკეთესად მართვაში ეხმარებათ.
12:17 / 27.01.2023
თიბისი IT აკადემია ყოველწლიურად სრულიად უფასოდ სთავაზობს ნიჭიერ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებას. 2022 წელს კურსი 180- მა სტუდენტმა დაასრულა. აკადემიაში სტუდენტების 10 ჯგუფი გადამზადდა, რომლებმაც 8 მიმართულება შეისწავლეს, ესენია : Frontend (Angular),Test Automation ,Full stack Java ,Devops ,IOS (Swift), Outsystems , Android (Kotlin), Backend .Net.
12:13 / 27.01.2023
თიბისი კონცეპტის, მასტერქარდისა და Stockton ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ პრემიერა გაიმართება.
14:20 / 25.01.2023
ბათუმში 24-25-26 იანვარს თიბისის სათაო ოფისში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელთათვის სამუშაო სესიები და ინდივიდუალური კონსულტაციები გაიმართება. ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს თიბისი USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან და საკონსულტაციო ჯგუფ Savvy - სთან თანამშრომლობით ახორციელებს.
14:44 / 24.01.2023
თელავის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ბარათით არის შესაძლებელი. მგაზვრები გადახდას შეძლებენ, როგორც ქალაქის სატრანსპორტო ბარათით, ასევე თიბისის ნებისმიერი საკრედიტო/სადებეტო ბარათით.
15:25 / 23.01.2023
თიბისი ციფრული ბანკის საჩუქრების საყოველთაო კამპანიის ფინალზე ინფორმაციას ავრცელებს.

რა უნდა იცოდე საჩუქრების კამპანიის ფინალის შესახებ?

თიბისის ციფრული ბანკის საჩუქრების საყოველთაო კამპანიაზე ალბათ უკვე ბევრი გსმენია. კამპანია ნოემბერში დაიწყო და 3 თვის განმავლობაში, მასში 350,000-ზე მეტი მომხმარებელი ჩაერთო. ახლა უკვე ფინალური მარათონისთვის აქტიური სამზადისია, რომელიც 29 იანვარს, 16:00 საათზე დაიწყება და ამავე დღეს, 23:59 საათზე დასრულდება.

რაც მთავარია, ფინალში მონაწილეობის მიღების საშუალება და 50,000; 20,000 და 10,000 ლარის მოგების შანსი ნებისმიერ ადამიანს აქვს, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის საჩუქრების კამპანიის საწყის ეტაპზე. თუმცა, აუცილებელია, სარგებლობდე ციფრული ბანკის აპლიკაციის განახლებული ვერსიით, რომ 29 იანვარს ფინალური მარათონი აპლიკაციის გახსნისთანავე დაგხვდეს.

თიბისი ციფრული ბანკის საჩუქრების კამპანიის სტატისტიკასაც აქვეყნებს:


• კამპანიაში ჯამში ჩაერთო 350, 000-ზე მეტი მოთამაშე
• დაისვა 40 ძირითადი კითხვა და 40 ბონუს კითხვა
• სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრიზით დასაჩუქრდა 9000-ზე მეტი მონაწილე
ყველაზე რთული კითხვა აღმოჩნდა: “რა ერქვა ოთარაანთ ქვრივის ქმარს?” მასზე სწორად პასუხის გაცემა მხოლოდ 44.6%- მა შეძლო
ყველაზე მარტივი კითხვა: “რისი დაგროვებაა შესაძლებელი თიბისის ციფრულ ბანკში?” 98.8%- სწორი პასუხების რაოდენობა
• სწორი პასუხების ჯამური მაჩვენებელი: 85.8%

1. როგორი იქნება ფინალური ეტაპი?

საჩუქრების კამპანიის ფინალი იქნება 20 კითხვიანი მარათონი, რომელსაც ყველა მონაწილე ერთდროულად დაიწყებს. ხოლო, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს.

2. რა ხდება კითხვაზე არასწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში?

კითხვებზე პასუხი თანმიმდევრობით უნდა გასცე. მარათონს დაიწყებ პირველი შეკითხვით და ყოველი სწორი პასუხის შემდეგ, მომედვნო კითხვაზე გადახვალ. არასწორი პასუხის შემთხვევაში კი მიიღებ 3 წუთიან ჯარიმას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 3 წუთის განმავლობაში იმავე კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შეძლებ. თითოეულ კითხვაზე პასუხის მცდელობების რაოდენობა შეუზღუდავია, თუმცა ყოველ არასწორ მცდელობაზე 3 წუთიანი ჯარიმა თავიდან დაგერიცხება.

3. როდის გაიგებ გაიმარჯვე თუ არა?

როცა ყველა კითხვას უპასუხებ და მარათონის ბოლოში გახვალ, მაშინვე გაიგებ, რომელ ადგილზე გახვედი, მოხვდი თუ არა პირველ სამ გამარჯვებულს შორის და რა დროში დაასრულე ფინალური მარათონი.

4. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერავინ ვერ უპასუხებს 20-ვე კითხვას?

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთმა მონაწილემ ვერ შეძლო ფინალური ეტაპის 20-ვე კითხვაზე პასუხის გაცემა, გამარჯვებული იქნება პირველი სამეული, რომელმაც ყველაზე მეტ კითხვას უპასუხა, ყველაზე მცირე დროში. დროის ათვლა ხდება ფინალური მარათონის სტარტის მომენტიდან ბოლო პასუხგაცემული კითხვის მომენტამდე. (მაგალითისთვის, თუ ვერავინ ვერ მოახერხა მე-17 კითხვაზე პასუხი, გამარჯვებული სამეული შედგება მე-16 კითხვაზე პასუხის დროით).

5. რამდენი გამარჯვებული ეყოლება ფინალურ ეტაპს და რა იქნება პრიზი?

ფინალურ ეტაპს ეყოლება სამი გამარჯვებული, რომელიც მიიღებს შემდეგ პრიზებს: I ადგილი - 50,000 ლარი II ადგილი - 20,000 ლარი III ადგილი - 10,000 ლარი

6. გამოგადგება თუ არა დაგროვილი ქულები ფინალურ ეტაპზე?

ფინალურ ეტაპში მანამდე დაგროვებული ქულები მონაწილეობას არ იღებს, თუმცა მარათონის დაწყებამდე დარჩენილი ქულების სანაცვლოდ მიიღებ შესაბამისი რაოდენობის მინიშნებებს. 200 ქულა = 1 მინიშნებას. მაგალითად, თუ დარჩენილი გაქვს 1000 გამოუყენებელი ქულა, ფინალურ ეტაპზე მიიღებ 5 მინიშნებას.

7. რაში დაგჭირდება მინიშნებები?

მინიშნებები დაგეხმარება, უპასუხო ფინალური ეტაპის რთულ კითხვებს. თითო კითხვაზე მხოლოდ ერთი მინიშნების გამოყენებას შეძლებ.

8. როგორ ჩაერთო ფინალურ მარათონში?

ფინალში მონაწილეობა შეუძლია ყველა მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, ჩართული იყო თუ არა ის საწყის ეტაპზე. ფინალის დღეს, მარათონში ჩართვას შეძლებ აპლიკაციის გახსნისთანავე, ავტორიზაციის გავლამდე არსებული ფინალური თამაშის გვერდიდან.

9. აპლიკაციის რომელი ვერსია უნდა გქონდეს ფინალში მონაწილეობის მისაღებად?

ფინალში მონაწილეობისათვის, აუცილებელია, ციფრული ბანკის აპლიკაცია განახლებული გქონდეს მინიმუმ შემდეგ ვერსიამდე: Android – 6.29.5, ხოლო iOS – 4.29.0
შეგახსენებთ, რომ ფინალური მარათონი 29 იანვარს, კვირას, 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, არ დაგავიწყდეს თიბისის ციფრული ბანკის აპლიკაციის განახლება.
უფრო ვრცლად ნახეთ აქ: https://www.products.tbconline.ge/digital-bank-gifts-final


14:06 / 23.01.2023
დეკემბრის საგარეო ვაჭრობის, ტურისტული შემოდინებებისა და გზავნილების ბალანსი კვლავ გაუმჯობესდა, უფრო მეტიც, ამჯერად სეზონური ფაქტორების გამორიცხვითაც კი. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ძლიერ ზრდასთან ერთად, რაც პრაქტიკულად მთლიანად რე-ექსპორტის მატებით იყო გამოწვეული, ტურისტულმა შემოდინებებმა მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 2019 წლის დეკემბრის 167% შეადგინა, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გზავნილების მხრივ, შესაბამისი შესწორებების შემდეგ, დინამიკა წინა თვეების მსგავსი იყო.


აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს 2023 წელს ძლიერი ეკონომიკური აქტივობის მაღალ ალბათობაზე. ამ ფონზე, კითხვაა თუ რამდენად შესრულდება ინფლაციის, განსაკუთრებით ადგილობრივი ფასების კუთხით, და ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროგნოზი? თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვირას გამოქვეყნებული სხვადასხვა ინდექსი, სულ მცირე ჯამური ინფლაციის მნიშვნელოვანი მოდერაციის მოლოდინებზე მიუთითებს. უფრო მეტიც, საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობა დამატებით შესუსტდა და ინფლაციით შესწორების შემდეგ, ანუ რეალურ გამოხატულებაში, დეკემბერში მხოლოდ 2% შეადგინა.


გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.


12:37 / 23.01.2023
საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, დეველოპერული კომპანია „დი ბი ეს ჯგუფი“ თელავში 2 საცხოვრებელ კორპუსს, 7 500 კვ.მ. ფართობზე აშენებს.
12:55 / 18.01.2023
  • „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პრემიუმ კლასის ავტომობილთან ერთად, პორშეს აქციების მფლობელი გახდეს.
13:53 / 17.01.2023
საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, წელს სტუდენტურ პროგრამა „ლიდერატორზე“ მეშვიდე ნაკადის მიღება დაიწყო.
11:23 / 17.01.2023
კალენდარი
×