ბიზნესი
საქართველოს ფოსტამ ახალი კამპანია, სახელწოდებით Georgia By Post წამოიწყო. „ქართველები რომ სტუმართმოყვარეობით ვართ ცნობილი, ყველამ კარგად ვიცით. თუმცა დღეს, როდესაც პანდემიამ მსოფლიოს საზღვრების ჩაკეტვა აიძულა, სტუმრებს ვეღარ ვიღებთ. შესაბამისად, ვერც ჩვენი ლეგენდარული მასპინძლობით ვიწონებთ თავს და ვეღარც ჩვენი პატარა ქვეყნის დაუჯერებელი ისტორიით, ბუნებით, კულინარიით და სხვა ბევრი რამით ვცდილობთ ჩამოსული ტურისტების გაოცებას.
23:20 / 06.10.2020
 
4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 5,458 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ამავე პერიოდს 2,092 ტონით აღემატება. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება.
23:16 / 05.10.2020
 
„ვისოლი“ მსოფლიო ბაზარზე ნათობპროდუქტების ფასების ბოლოდროინდელი დინამიკისა და ქვეყანაში ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ფონზე, საწვავზე არსებულ სარეალიზაციო ფასებს შეინარჩუნებს და თუ ორივე მიმართულებით ფასების კლების დინამიკა დაფიქსირდა, ფასებს გადახედავს დაწევის მიმართულებით.
20:47 / 02.10.2020
 
მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ბიზნესის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
22:16 / 01.10.2020
 
"ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს" – ექსპერტი ვახტანგ ჭარაია ლარის გაუფასურების გამო, ცენტრალურ ბანკს ინტერვენციისკენ მოუწოდებს.
21:41 / 25.09.2020
 
იაპონიაში საქართველოს საელჩოს იაპონიის ერთ-ერთი წამყვანი ფარმაცევტული კომპანიის, Kowa-ს წარმომადგენლები ესტუმრნენ. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
22:18 / 24.09.2020
 

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

13:26 / 23.09.2020
 
Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მიენიჭა უმაღლესი რეიტინგი და იგი დღეს წარმოადგენს ევროპის ახალ ლიდერს. სამხრეთ კავკასიაში განლაგებული საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში ასევე წარმოადგენს რეგიონის ლიდერს მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში, არის მსოფლიოში მე-8 ადგილზე ეკონომიკური თავისუფლების კუთხით“,- Emerging Europe სტატიას სახელწოდებით „საქართველო - ევროპის ახალი ლიდერი ეკონომიკური თავისუფლების კუთხით“ აქვეყნებს.
19:03 / 21.09.2020
 
17 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 25,070 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 88% -ით აღემატება.
21:34 / 18.09.2020
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე დარტყმა მიადგა, მაგრამ "გამოწვევის ეფექტიანი მართვის შედეგად, რეგიონში ერთ-ერთი პირველები ვართ, სადაც დღეს უკვე სახეზეა ეკონომიკის პირველი გაჯანსაღების და აღდგენის ნიშნები".
13:34 / 18.09.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×