ბიზნესი
ცოტა ხნის წინ „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა წარადგინა. iniciativa.ge ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა იმ პროექტსა თუ წამოწყებას, რომელიც კომპანიას აქამდე განუხორციელებია, ან სამომავლოდ გეგმავს.
18:48 / 31.12.2020
 
10 ტონა ქართული თაფლი ექსპორტზე იტალიაში გავიდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ 2016 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის იმპორტი დაშვებულია ((The Annex to Commission Decision 2011/163/EU). ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის დაშვებას, წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოების შესაბამისი პროცედურები.
23:56 / 30.12.2020
 
video
მიიღე ბევრად მომგებიანი საჩუქრები: სპორტში, პოკერში, ავიატორში და სამაგიდო თამაშებში.
23:49 / 30.12.2020
 
საქართველოდან, 2020 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში, 30.6 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
23:09 / 29.12.2020
 

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს წინასაახალწლო აქციას „20+21“ სთავაზობს, რაც გულისხმობს 20% ფასდაკლებას და დამატებით 21% ქეშბექს. აქცია ყოველდღე თითო კატეგორიის პროდუქტზე მოქმედებს: 28 დეკემბერი - ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები; 29 დეკემბერი - BRIDGESTONE-ის ზამთრის საბურავები; 30 დეკემბერი - Motul-ის, Shell-ის და Fuchs-ის ზეთები და ასევე ნებისმიერი ბრენდის ფილტრები; 31 დეკემბერი - VARTA-ს აკუმულატორები.

16:26 / 28.12.2020
 

წლის ბოლოს ვადა ეწურება ელექტროენერგიაზე სემეკის მიერ 3 წლის წინ დადგენილ ტარიფებს, რომელთა გადახედვა, არსებული გლობალური და ლოკალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, გარდაუვალია. ელექტროენერგეტიკის სპეციალისტები და ექსპერტები გარდაუვლად მიიჩნევენ დენის ტარიფის ზრდას, რაც, მათი აზრით, აუცილებელია დარგის გადარჩენისა და გამართული მუშაობისთვის.

14:02 / 28.12.2020
 
თიბისი კაპიტალმა მეხუთედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წელს 4.6%-იანი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს საკმაოდ მაღალი, 7.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურისტული შემოდინებების პროგნოზი მცირედით გაუარესდა, თუმცა ნარჩუნდება მოლოდინი, რომ ვირუსის შეკავების შემდეგ, საქართველოში სექტორი სწრაფად აღდგება. სხვადასხვა პროგნოზით, გლობალურად საერთაშორისო ტურიზმის 2019 წლის დონეზე აღდგენა 2023-2024 წლებშია ნავარაუდევი. ამასთან, საქართველოს ტურიზმის სწრაფად აღდგენას შემდეგი წინაპირობები აქვს: მოკლე დისტანციებიდან და ავტომობილებით შემოსვლის მაღალი წილი, ბიზნეს მოგზაურობის დაბალი წილი და რუსეთის სანქციების მიუხედავად, პანდემიამდე არსებული ზრდის მაღალი ტემპი.

ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში, 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სავარაუდოდ, 6%-ს გადააჭარბებს, წლის ბოლოს კი 4-5%-ის ფარგლებში იქნება.

ფისკალური სტიმული 2021 წელსაც მნიშვნელოვანი დარჩება, ამასთან, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელიც იზრდება, თუმცა იგი მართვად დონეზე ნარჩუნდება.

კვლევის თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში დასაქმების მაჩვენებელი სტაბილური იყო, ნოემბრის წინასწარი მონაცემებით კი, მოწყვლად სექტორებში გაუარესება შეინიშნება. ნოემბერში გაუარესდა დასაქმება უძრავი ქონებისა და HORECA სექტორებში. ოქტომბერში ხელფასის მიმღებთა შორის კლება შეინიშნება დაბალანაზღაურებად სეგმენტში. ამ მხრივ პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, HORECA-სა და უძრავი ქონების სექტორებში რჩება. რაოდენობრივად კი, ყველაზე მეტად კვლავ ვაჭრობის სექტორია შემცირებული.

შეზღუდვების პირველ ტალღასთან შედარებით მოსახლეობის ხარჯვაში შედარებით ნაკლები ვარდნა შეინიშნება. გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვების ფონზე, მკვეთრად შემცირდა ხარჯვა არასასურსათო კატეგორიებზე, სურსათსა და ფარმაციაზე დანახარჯები კი მდგრადობას ინარჩუნებს. მიუხედავად ამისა, არასასურსათო კატეგორიებში ხარჯვა გაზაფხულის ლოქდაუნთან შედარებით ნაკლებადაა შემცირებული. მზარდია ელექტრონული კომერციის წილი.

მიმოხილვის თანახმად, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 0.7 მლრდ ლარის ახალი იპოთეკა გაიცა, რაც ივლისის შემდეგ, ჯამური გაცემების დაახლოებით მესამედია. სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ახალი ბინების დინამიკა სექტემბერ-ნოემბრის პერიოდში პოზიტიურია. გაყიდვების მიხედვით, ახალი ბინების წილი ბაზრის 68%-მდე გაიზარდა. სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ახალ ბინებში საშუალო და დაბალი სეგმენტის ბინების წილი გაიზარდა, პრემიუმ ბინების წილი კი შემცირდა. გაიზარდა 100კვ.მ-ზე ნაკლები ფართის ბინების გაყიდვა.

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbccapital.ge


18:19 / 25.12.2020
 

მხოლოდ სამი დღით, 25, 26 და 27 დეკემბერს, „თეგეტა მოტორსის“ ქსელში აკუმულატორის, ზამთრის საბურავების ან ანტიფრიზის შეძენისას, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ფლობს „თეგეტა ქარდის“ კლასიკის, ვერცხლის ან ოქროს ბარათს, გაორმაგებული ქულები დაერიცხებათ.

10:19 / 25.12.2020
 
ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ის თვითმართვადი სამგზავრო მანქანები 2024 წელს გახდება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ პროექტი, Project Titan, პირველად კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა 6 წლის წინ დაამტკიცა. ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ კომპანია მუშაობს ახალ ელემენტზე, რომელსაც შეეძლება ელემენტების ღირებულების შემცირება და მუშაობის დროის გაზრდა.
23:12 / 22.12.2020
 
აჭარაბეთი განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ ProductTank Tbilisi-ს შეხვედრების შემდეგ სერიას.
14:00 / 22.12.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×