საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში სემეკში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებთან. ამასთანავე, ექსპერტთა დასკვნაში ხაზგასმულია სემეკის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, ყურადღება გამახვილებულია სემეკში ახლახანს დანერგილ შეფასების სისტემის ეფექტურობაზე.
„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს წინასაახალწლო აქციას „20+21“ სთავაზობს, რაც გულისხმობს 20% ფასდაკლებას და დამატებით 21% ქეშბექს. აქცია ყოველდღე თითო კატეგორიის პროდუქტზე მოქმედებს: 28 დეკემბერი - ATE-ს ბრენდის სამუხრუჭე ხუნდები; 29 დეკემბერი - BRIDGESTONE-ის ზამთრის საბურავები; 30 დეკემბერი - Motul-ის, Shell-ის და Fuchs-ის ზეთები და ასევე ნებისმიერი ბრენდის ფილტრები; 31 დეკემბერი - VARTA-ს აკუმულატორები.
წლის ბოლოს ვადა ეწურება ელექტროენერგიაზე სემეკის მიერ 3 წლის წინ დადგენილ ტარიფებს, რომელთა გადახედვა, არსებული გლობალური და ლოკალური ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, გარდაუვალია. ელექტროენერგეტიკის სპეციალისტები და ექსპერტები გარდაუვლად მიიჩნევენ დენის ტარიფის ზრდას, რაც, მათი აზრით, აუცილებელია დარგის გადარჩენისა და გამართული მუშაობისთვის.