
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს საზღვაო სფეროშიკიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა,რომელსაც ჩვენი ქვეყანა 1998 წლიდან ელოდა.
"კერძოდ, მას შემდეგ, რაც საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი გამოცხადდა ღია რეესტრად, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშა პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის შავ სიაში ირიცხებოდა. საქართველოს მთავრობის, ჩვენი სამინისტროსა და “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს” მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგად კი, დღეიდან - 2014 წლის 1 ივლისიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშამ შავი სიიდან ოფიციალურად გადაინაცვლა ნაცრისფერ სიაში. ეს ფაქტი მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშის რეპუტაციას მთელ მსოფლიოში, ასევე აამაღლებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, სანდოობას და მიმზიდველობას პირველ რიგში, გემთფლობელების თვალში, რომ მათ თავიანთი გემები დაარეგისტრირონ საქართველოს დროშის ქვეშ, რაც დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.