
ბიზნესის ხელშეწყობის, საგადასახადო ადმინისტრირებების გამარტივების საკითხებზე ფინანსთა სამინისტრო და ბიზნესომბუდსმენი ერთობლივად იმუშავებენ
ფინანსთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს წევრებმა და საგადასახადო ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც ბიზნესისთვის აქტუალურია.
ისაუბრეს იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ასახულია საგადასახადო ომბუდსმენის 2014 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში.
შეხვედრაზე იმსჯელეს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით კანონმდებლობის დახვეწის, მისი ლიბერალიზაციის კუთხით მიმდინარე სამუშაოებზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა ერთობლივ რეჟიმში გაგრძელდება