ირაკლი ქარსელაძემ ევროპის სატრანსპორტო ფორუმზე მაღალი დონის სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილეობა
ირაკლი ქარსელაძემ ევროპის სატრანსპორტო ფორუმზე მაღალი დონის სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილეობა
კატეგორიის სხვა სიახლეები
ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, მიმდინარე გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა,.
17:26 / 06.10.2022
„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებაზე და ვდგამთ თანმიმდევრულ ნაბიჯებს ექსპორტის სტიმულირებისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით", - განაცხადა განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას.
17:18 / 06.10.2022
„ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია კაპიტალის ბაზრის განვითარება. ეკონომიკის სამინისტრო, სხვა საჯარო უწყებებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, პერმანენტულად მუშაობს ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, რაც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცვას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
16:01 / 06.10.2022
2022 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 8%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბრის თვეში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 99,079 მგზავრმა ისარგებლა. (2019 წლის სექტემბერი 91,713 მგზავრი).
15:59 / 06.10.2022
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და სატრანსპორტო - ლოგისტიკური პოტენციალის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გაკეთებულ მოხსენებაში ისაუბრა.
15:47 / 06.10.2022
„2021 წელს ეკონომიკის გაჯანსაღებამ რეალურად ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და 2021 წელს 2020 წელთან შედარებით სიღარიბის დონე 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა
15:39 / 06.10.2022
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა დასაქმების დონის ზრდაზე, მისი ინფორმაციით, როგორც პირველ, ასევე მეორე კვარტალში უმუშევრობის კლება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება - უმუშევრობის დონე მეორე კვარტალში 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1% შეადგინა.
14:56 / 06.10.2022
ჩემთვის პატივია, თქვენს წინაშე წარვდგე და წარმოგიდგინოთ ანგარიში, ერთი მხრივ, მიღწეული ეკონომიკური შედეგების, მიღებული პოლიტიკის გადაწყვეტილებების და სამომავლო გეგმების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, იმ გამოწვევებზე, რომელთა გადაჭრაც მთავრობის კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას საჭიროებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას, როგორც ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელს და სამუშაო ადგილების ძირითად წყაროს და ამ მიზნის მისაღწევად უზრუნველყოს ბიზნესისთვის სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნეს კლიმატის შექმნა, საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობისთვის ხელშემწყობი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება, ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში სტრუქტურული რეფორმების და იმ საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელება.

„პანდემიის პარალელურად რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში, პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ჩვენი ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად შეცვალა ეკონომიკურ პოლიტიკის ორიენტირი, რათა არსებული გამოწვევების კვალდაკვალ მოგვეხდინა ადეკვატური რეაგირება და მომხდარიყო ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. აღსანიშნავია, რომ საქართველომ, გამოწვევების მიუხედავად, შეძლო როგორც ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, ისე ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის გაგრძელება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრებს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ სურათს, ძირითად პარამეტრებს, სტატისტიკას და დარგობრივ სექტორებში არსებულ ვითარებას დეტალურად აცნობს. როგორც მან აღნიშნა, 2021 წელს დაფიქსირებული 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.3% შეადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, მშენებლობის, მრეწველობის და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. ამავე დროს ეკონომიკური აქტივობის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, საერთაშორისო გადაზიდვების და სხვა არხებიდან მიღებული სავალუტო შემოდინებები. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ექსპორტის მიმართულებით სტაბილურად ფიქსირდება პოზიტიური ტენდენციები.

„ეკონომიკაში დაფიქსირებულ ძირითად ტენდენციებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ 2022 წელს საქართველოს ექნება იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ვიდრე ამას, კრიზისის დასაწყისში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ -
საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით

2022 წელს მოსალოდნელია 8.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა შედარებით ოპტიმისტური პროგნოზები აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს.
14:40 / 06.10.2022
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო", სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი, გაყინული თევზით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.
17:40 / 05.10.2022
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც ზეთის ფასი საკმაოდ შემცირდა, არის წინაპირობა, რომ უფრო გაიაფდეს.
12:22 / 29.09.2022
კალენდარი
×