პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა საზღვარგარეთ მოგზაურობა შეუძლებელი გახადა. ამიტომ ქვეყნის შიდა ტურიზმი უფრო მოთხოვნადი გახდა. სამოგზაუროდ კერძო ავტომობილით გადაადგილება ყველაზე მარტივი და კომფორტულია, თუმცა საკუთარი მანქანა ყველას არ ჰყავს. ამიტომ ქართულ ბაზარზე უფრო და უფრო პოპულარული ხდება მანქანის ქირაობის სერვისი.
სად და როგორ ვიქირაოთ მანქანა?
Car Rent Georgia არის ლოკალური კომპანია, რომელიც მომხმარებელს მანქანების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის საიტზე წარმოდგენილია ავტომობილების სხვადასხვა ბრენდები, როგორიც არის Toyota, Mercedes, Ford, Honda, Kia, Nissan და სხვა.
Car Rent Georgia-ს საიტზე შეგიძლიათ იქირაოთ როგორც ბიუჯეტერი მანქანები, ასევე სპორტული და ძვირადღირებული ავტომობილები. მაგალითად, Toyota Prius-ის ქირაობა შესაძლებელია დღეში 60 ლარად; Ford, Honda, Kia-ს ბრენდის მანქანები – 84 ლარად; Mersedes Benz G 55 AMG – 750 ლარად და ა.შ.
მანქანების ფართო არჩევანისა და დაბალი ფასების გარდა, Car Rent Georgia-ში მომხმარებელი სარგებლობს კარგი სერვისითა და პირობებით. კომპანიაში ყველა ავტომობილი დაზღვეული და ტექნიკურად გამართულია. იმ შემთხვევაში თუ მანქანა გზაში გაგიფუჭდათ, ტექნიკური ჯგუფი დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.
Car Rent Georgia-ს საიტზე მანქანის ქირაობა საკმაოდ მარტივია. სასურველი ავტომობილის არჩევის შემდეგ, თქვენ ავსებთ სარეგისტრაციო ფორმას; რეგისტრაციისას უთითებთ ვადებს და ქირით სარგებლობის თარიღს; მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, უახლოეს დროში დაგიკავშირდებათ კომპანიის წარმომადგენელი.
Car Rent Georgia-ს სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვინც არის 24 წლის, აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, საკრედიტო ბარათი, მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება. მანქანის ქირაობისთვის ასევე საჭიროა 100 ლარიანი დეპოზიტის გაკეთება, რომელიც მომხმარებელს უკან უბრუნდება ვიდეო ჯარიმის არ არსებობის შემთხვევაში. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.carrentgeorgia.ge