ნათია თურნავა: მადლობა მინდა გადავუხადო EBRD-ს განახლებადი და ინოვაციური ენერგეტიკის განვითარების მხარდაჭერაში
ნათია თურნავა: მადლობა მინდა გადავუხადო EBRD-ს განახლებადი და ინოვაციური ენერგეტიკის განვითარების მხარდაჭერაში
კატეგორიის სხვა სიახლეები
ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია, რადგან მათ ნამდვილად ესმით, რომ ეს არის დიდი შანსი ქართული მთების პოპულარიზაციისთვის, – განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ბაკურიანში "სქი-ქროსში" მსოფლიო თასის ეტაპის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

ბაკურიანში 26 – 28 თებერვალს "სქი-ქროსის" მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებას საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.
14:56 / 25.02.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაკურიანში, სქი - ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს - შეხვდა.

შეხვედრას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სქი-ქროსის მიმართულების დირექტორი კლაუს ვალდნერი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი ესწრებოდნენ.

ბაკურიანში სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები 26 - 28 თებერვალს გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.
14:49 / 25.02.2021
აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი კომპანია OMV Petrom SA საქართველოში შემოდის. უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. OMV PETROM ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილი კომპანია. ინფორმაციასამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დღეს ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავრობამ მოიწონა. ამით საქართველო შეურთდება იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.
14:45 / 25.02.2021
საქართველოს მთავრობამ მოიწონა სახელმწიფოს და კომპანია OMV Petrom SA-ს შორის II სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით გასაფორმებელი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანია OMV Petrom SA, რომლის თანადამფუძნებელია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სანავთობო კომპანია OMV GROUP, ცნობილია რუმინეთის შელფზე გაზის ერთ-ერთი მსხვილი საბადოს „დომინო 1“-ის აღმოჩენით.
14:36 / 25.02.2021
ახლა მთავარია, დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს. პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა რეგულაციების შემსუბუქებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა რესტორნებს შიდა სივრცის გახსნისთვის მომზადებაში დაეხმაროს.
12:35 / 25.02.2021
ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის ივნისამდე გადავადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მისი თქმით, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება.

"მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც უკავშირდება ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს. მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟება გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე.
11:52 / 25.02.2021
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა ე.წ. კომენდანტის საათის მნიშვნელობაზე ეპიდვითარების დარეგულირების პროცესში.
21:00 / 24.02.2021
მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყნები გენდერული თანასწორობის ზრდისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ქალები მსოფლიოს მასშტაბით კვლავ აწყდებიან კანონებით და რეგულაციებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ზღუდავენ მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. COVID-19-ის პანდემიაც ახალ გამოწვევას უქმნის ქალთა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიში - „ქალები, ბიზნესი და კანონი 2021“ მიუთითებს, ქალთა ეკონომიკური ჩართულობის წინაშე არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გატარებული რეფორმები ნელი და არათანაბარი აღმოჩნდა ბევრ რეგიონში. საშუალოდ, ქალებს ეკუთვნით მამაკაცებისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი უფლებების მხოლოდ სამი მეოთხედი. ქალები პანდემიამდეც არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახელმწიფოების ინიციატივები COVID-19-ის ზოგიერთი ზემოქმედების მიმართ ბუფერის შექმნის თვალსაზრისით, ინოვაციურობის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში შეზღუდული იყო.
13:12 / 24.02.2021
პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა საზღვარგარეთ მოგზაურობა შეუძლებელი გახადა. ამიტომ ქვეყნის შიდა ტურიზმი უფრო მოთხოვნადი გახდა. სამოგზაუროდ კერძო ავტომობილით გადაადგილება ყველაზე მარტივი და კომფორტულია, თუმცა საკუთარი მანქანა ყველას არ ჰყავს. ამიტომ ქართულ ბაზარზე უფრო და უფრო პოპულარული ხდება მანქანის ქირაობის სერვისი.
16:57 / 22.02.2021
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, "საქართველოს ფოსტის" მიერ წარმოდგენილი საჩივარი, "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების" მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საჩივარში წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით – "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების" მიერ თNთ-სა და FედEხ-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლებაზე, როგორც მომჩივანისა და მოპასუხისაგან, ასევე საქპატენტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დეტალურად იმსჯელა. მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, სააგენტოს პოზიციით, საჩივარში დაფიქსირებულ არც ერთ საკითხთან მიმართებაში, "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის დარღვევის გონივრული ეჭვი არ იკვეთება. შესაბამისად, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, როგორიცაა – ხელშეკრულებები, ე.წ. "ბრენდ აუდიტის" შედეგები და ა.შ. სააგენტოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს" საქართველოს ტერიტორიაზე თNთ-ისა და FედEხ-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება აქვს.
12:40 / 22.02.2021
კალენდარი
×