ლარის ახალი კურსი
ლარის ახალი კურსი
კატეგორიის სხვა სიახლეები
2021 წლის "ჰერითიჯის ფონდის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად - ეს კომპონენტებია: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).
12:05 / 05.03.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ნამახვანის ჰესის ხელშეკრულების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებებს სპეკულატიურს უწოდებს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვრცელი პასუხი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების სპეკულატიურ შეფასებებზე ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შესახებ. სამინისტროს 20-გვერდიან პასუხში დეტალურადაა განმარტებული თითოეული საკითხი, რომლის მიმართაც მესამე სექტორის წარმომადგენელთა მიერ არაზუსტი და არაკომპეტენტური შეფასებები იყო გავრცელებული.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას.
11:53 / 05.03.2021
თქვენ მოკალით ანაკლიის პროექტი! ბატონო პრემიერო, დღეს რაც გააკეთეთ, ეს არის პიარი! – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
22:47 / 04.03.2021
თბილისის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელით დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივას გამოეხმაურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
22:39 / 04.03.2021
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებთანაც დღეს ვიდეოშეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დავით სონღულაშვილმა ისაუბრა კომიტეტის 2021 წლის სამოქმედო გეგმის მიზნების შესახებ, რომლებიც 4 პუნქტად წარმოადგინა. ესენია:

ეფექტიანი საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება, საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის ზრდა, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაცია, ასევე კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება.
16:58 / 04.03.2021
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში 2021 წლის პრიორიტეტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, მთიანაჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და აჭარის პოპულარიზაციის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მთიანჭარაში ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ კუთხით, დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ საინტერესო პროექტების განხორციელება ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, რომლებიც წელსაც გრძელდება. მათ შორისაა კანიონინგი უჩხოში, ახალი ტურისტული პროდუქტი ჩირუხში, ხიხანზე ასასვლელი ბილიკი და ახალი საპიკნიკე ზონების მოწყობა მთიანაჭარაში.
16:54 / 04.03.2021
დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ მედიის წარმომადგენლებს თბილისის მერიის ის ინიციატივა განუმარტა, რომელიც დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს.

მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შემუშავდა.

"პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა იმ დარგებს, რომლებიც დამოკიდებულია ტურისტულ ნაკადებზე. თბილისის სარესტორნო ბიზნესი არის ის დარგი, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიიღო პანდემიიდან გამომდინარე. თბილისის მუნიციპალიტეტი თავიდანვე აქტიურ კომუნიკაციაში იყო მათთან და რამდენიმე ღონისძიება გაატარა, მათ შორის, საიჯარო ქირების მოხსნასთან თუ მუნიციპალური სივრცეების დათმობასთან დაკავშირებით, რომ გარეთ გამოეტანათ მაგიდები და სკამები. ცენტრალურ დონეზე მოხდა სესხის სუბსიდირება პროცენტის ნაწილში.
14:41 / 04.03.2021
"საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ზოგადად ჰესებთან და კერძოდ, "ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით და მზად ვართ, კვირაში რამდენჯერმე შევხვდეთ მოსახლეობას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს უფრო მეტად უნდა ისაუბრონ საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, რამდენად დიდია აქ მსხვილი ჰესების როლი და სარგებლობა.
14:19 / 04.03.2021
ეკონომიკის სამინისტრომ და "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტომ" მივიღეთ მთავრობისგან დავალება, უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა, რათა მოვამზადოთ ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის კონკურენტული პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების შერჩევის ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება და აღნიშნა, რომ ჩატარდება ძალიან მაღალ დონეზე ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
14:12 / 04.03.2021
ალპებში მსგავსი რელიეფი, გარემო პირობებია და იქ არის განვითარებული ყველაზე მეტად ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, მათ შორის ასეთი ტიპის კაშხალები, რომელიც აქ არის მოცემული, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა "ნამახვანჰესზე" საუბრისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჰესის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექსპერტთა დასკვნები გათვალისწინებული იყო.

"გარემოს შეფასების კოდექსი ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობას. ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. მათ შორის იყო განხილული წარმოდგენილი კვლევები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს კომუნიკაცია, ალბათ, საკმარისი არ არის და კიდევ მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების გამართვის კუთხით, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ", - განაცხადა დავითაშვილმა.
12:55 / 04.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×