მსოფლიოს მსხვილი ბანკები, 2021 წელს აშშ დოლარის ვარდნას პროგნოზირებენ. ვალუტა ძალას დაკარგავს, ამის შესახებ Bloomberg წერს.
პროგნოზების თანახმად, აშშ დოლარი 2%-ით გაუფასურდება ევროსთან და 3%-ით იენთან. წლის ბოლოს ევროსთან მიმართებით, აშშ დოლარი 1,10-1,16-ის ნიშნულზე იქნება.
ფინანსური ინსტიტუტების პროგნოზით, აშშ დოლარის შესუსტებას მის მიმართ ინტერესის შემცირება გამოიწვევს. ამის მიზეზია გარკვეულწილად 2020 წლის მარტში მომხდარი ეკონომიკური შოკი, რა დროსაც მთელ მსოფლიოში ეკონომიკური პროცესები შენელდა. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, დოლარი პოზიციებს მაინც კარგავს.