თბილისში საზიარო ავტომობილის (Car Sharing) პროექტი დღეს მთელი დატვირთვით ამოქმედდა. კომპანია "aicar" თბილისში 50 ელექტრომობილი ჰყავს განთავსებული, თუმცა საბოლოო ჯამში პროექტში 3 000 ელექტრომობილი ჩაერთვება.
"aicar"-ის მუშაობის მთავარი პრინციპია დაზოგო დრო და ფინანსები.
როგორც imedinews კომპანიაში განუცხადეს მომხმარებელს შეუძლია, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იპოვოს უახლეს წერტილში აიცარ-ის მანქანა და სასურველი მიმართულებით გადაადგილდეს.
ავტომანქანით სარგებლობის შემდეგ, ავტომობილის დატოვება მომხმარებელს თბილისის მასშტაბით ნებისმიერ პარკინგზე შეეძლება.
aicar-ის ავტოპარკის ყველა ავტომობილი ელექტრონულია. სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თანხის გადახდა ბარათით იქნება შესაძლებელი და ის როგორც - კილომეტრების, ასევე დროის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.
1 კმ - 45 თეთრი, 1 წუთი კი - 8 თეთრი ეღირება და ფასის დათვლის დროს გამოანგარიშება ორივე კომპონენტის მიხედვით მოხდება.
ეკო მიმართულებით მომუშავე, პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის - aigroup-ის პრეზენტაციას 6 აპრილს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.