საერთაშორისო ორგანიზაციის თრანსპარენცყ Iნტერნატიონალ-ის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) ექსპერტებმა 2018 წლის კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსი წარმოადგინეს.
საქართველო 58 ქულით 41-ე ადგილზეა, 2017 წელს კი 46-ე ადგილზე იყო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" თანახმად, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნებს შორის ლიდერობენ დანია (88 ქულით), ახალი ზელანდია (87) და ფინეთი (85).
ათეულში ასევე მოხვდნენ სინგაპური, შვედეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ნიდერლანდები, კანდა და ლუქსემბურგი.
ახალი ინდექსის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანა სომალი. შემდეგ ადგილებს სირია და სამხრეთ სუდანი ინაწილებენ.