1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6570 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6570 ლარი გახდა
კატეგორიის სხვა სიახლეები
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა ე.წ. კომენდანტის საათის მნიშვნელობაზე ეპიდვითარების დარეგულირების პროცესში.
21:00 / 24.02.2021
მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, ქვეყნები გენდერული თანასწორობის ზრდისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ქალები მსოფლიოს მასშტაბით კვლავ აწყდებიან კანონებით და რეგულაციებით განსაზღვრულ წესებს, რომლებიც ზღუდავენ მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. COVID-19-ის პანდემიაც ახალ გამოწვევას უქმნის ქალთა ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიში - „ქალები, ბიზნესი და კანონი 2021“ მიუთითებს, ქალთა ეკონომიკური ჩართულობის წინაშე არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად გატარებული რეფორმები ნელი და არათანაბარი აღმოჩნდა ბევრ რეგიონში. საშუალოდ, ქალებს ეკუთვნით მამაკაცებისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი უფლებების მხოლოდ სამი მეოთხედი. ქალები პანდემიამდეც არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სახელმწიფოების ინიციატივები COVID-19-ის ზოგიერთი ზემოქმედების მიმართ ბუფერის შექმნის თვალსაზრისით, ინოვაციურობის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში შეზღუდული იყო.
13:12 / 24.02.2021
პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა საზღვარგარეთ მოგზაურობა შეუძლებელი გახადა. ამიტომ ქვეყნის შიდა ტურიზმი უფრო მოთხოვნადი გახდა. სამოგზაუროდ კერძო ავტომობილით გადაადგილება ყველაზე მარტივი და კომფორტულია, თუმცა საკუთარი მანქანა ყველას არ ჰყავს. ამიტომ ქართულ ბაზარზე უფრო და უფრო პოპულარული ხდება მანქანის ქირაობის სერვისი.
16:57 / 22.02.2021
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, "საქართველოს ფოსტის" მიერ წარმოდგენილი საჩივარი, "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების" მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

საჩივარში წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით – "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების" მიერ თNთ-სა და FედEხ-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლებაზე, როგორც მომჩივანისა და მოპასუხისაგან, ასევე საქპატენტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დეტალურად იმსჯელა. მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, სააგენტოს პოზიციით, საჩივარში დაფიქსირებულ არც ერთ საკითხთან მიმართებაში, "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის დარღვევის გონივრული ეჭვი არ იკვეთება. შესაბამისად, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, როგორიცაა – ხელშეკრულებები, ე.წ. "ბრენდ აუდიტის" შედეგები და ა.შ. სააგენტოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს" საქართველოს ტერიტორიაზე თNთ-ისა და FედEხ-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება აქვს.
12:40 / 22.02.2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, ნინო წილოსანის კითხვის საპასუხოდ, ის სფეროები დაასახელა, რომელთან დაკავშირებითაც, მთავრობა არსებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე მუშაობს.
13:24 / 20.02.2021
პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა წიაღის რეფორმაზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და საინვესტიციოდ ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით. ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია ლიცენზიის სახეობების დივერსიფიცირებაზე, ზედამხედველობის სისტემის დახვეწაზე, ლიცენზიანტების სოციალური პასუხისმგებლობის უნიფიცირებაზე და სხვ.

"ამ თვალსაზრისით, ვგეგმავთ უფრო აქტიურად შევთავაზოთ ბიზნესს ჩვენი წიაღისეული. იგეგემება 50 საბადოს ახალი პაკეტის გამოტანა და მათ საპრივატიზებო პაკეტთან ერთად შევთავაზებთ ბიზნესს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.
11:50 / 20.02.2021
"2021 წელი იქნება ეკონომიკის სწრაფი აღდგენის წელი - 2021-24 წლებში საქართველო იქნება ლიდერი რეგიონში 5.3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით, ჩვენი ქვეყანა ასევე იქნება ლიდერი ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის ტემპის მიხედვით, ეს არის საერთაშორისო დონორების შეფასება" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისად განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს.

ნათია თურნავას განცხადებით, ამის საფუძველს, მათ შორის, იძლევა ის პოზიტიური სტატისტიკა, რაც 2020 წელს დაფიქსირდა.

"2020 წელს გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო დეფიციტი, ანუ დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს იყო, რადგან გასულ წელს ჩვენი ექსპორტის შემცირების ტემპი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე იმპორტის. რა თქმა უნდა, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგიც, რომელიც, მიუხედავად პანდემიისა, ორიენტირებული იყო საექსპორტო წარმოების გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.
11:47 / 20.02.2021
„აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ მაკროეკონომკურ სტაბილურობას და ძალიან სწრაფად შევუდგებით ეკონომიკის გაჯანსაღებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.

ნათია თურნავას თქმით, ამის ბოლო ნიშანი და დადასტურება იყო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის შეფასება, როდესაც მან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა.
11:43 / 20.02.2021
ჩვენ გვქონდა დამტკიცებული ვალის მართვის სტრატეგია 2019-2021 წლებისთვის, რომლის მთავარი მიზანიც უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის ეტაპობრივი შემცირება იყო. პანდემიაზე რეაგირების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მთავრობის ვალის მაჩვენებელი, შესაბამისად, აუცილებელია, მიმდინარე წელს დავამტკიცოთ ვალის მართვის ახალი სტრატეგია, რომელიც სწორედ გაზრდილი ვალის ეფექტურ მართვაზე იქნება ორიენტირებული, - ამის შესახებ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოსტპანდემიურ პერიოდში შეზღუდული რესურსების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაღალბიუჯეტიანი პროგრამებისა და პროექტების ეფექტურობას და ამ კუთხით დაგეგმილია მსხვილი საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასება მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის გამოყენებით, ხოლო მიღებული შედეგების საფუძველზე თითოეული ამ პროგრამის კორექტირება მოხდება.
11:31 / 20.02.2021
33 საქმიანი ეზო შევქმენით, რომელიც სატყეო რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის და ეს იქნება უფრო სერვისებზე ორიენტირებული ახალი მომსახურება, - ამის შესახებ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარემოს დაცვის სამინისტრომ შეძლო და მოიპოვა 33 მილიონი ევროს დაფინანსება კლიმატის მწვანე ფონდიდან.
11:27 / 20.02.2021
კალენდარი
×