გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.
გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ 14 ნოემბრამდე ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენას ELCOMM CAUCASUS 2014 და კონფერენციას - “ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის” მასპინძლობს. გამოფენა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილმა გახსნა.
„ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე ქართული ყველის ფესტივალი იმართება. ფესტივალი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით ტარდება.