ეკონომიკა
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ის განხილვის ეტაპზეა.

ვიცე-მერმა სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს მოწყობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით არსებული გარემოებები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დასრულებულია, თუმცა, პროექტირების ეტაპი პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, ჯერ არ დაწყებულა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, დედაქალაქის მერია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას განხილვის შედეგად, ახლო მომავალში მიიღებს.

"მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით, ჯერ უარი არავის უთქვამს. აღნიშნული პროექტი შედგებოდა სამი ეტაპისგან. პირველი იყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევიდან გამომდინარე, რომელიც სამ ვარიანტზე მზადდებოდა, უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და შემდეგში, თუ რომელი ვერსია უნდა განეხორციელებინა საპროექტო კომპანიას. ამის შემდეგ, გადავიდოდით სამშენებლო ეტაპზე. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილია, ხოლო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი, ჯერ მიღებული არ გვაქვს.
15:55 / 16.03.2021
 
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ახალ პროექტს – ბიზნესპროდუქტების სერიას იწყებს. ინიციატივის ფარგლებში ბანკი იმ სპეციფიურ და ახალ პროდუქტებს წარადგენს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. პირველი შეხვედრა ზუმის მეშვეობით 19 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება.
13:22 / 16.03.2021
 
ლიბერთი ბანკი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალ, საგაზაფხულო აქციას იწყებს.
12:10 / 16.03.2021
 
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციის მიზნით, ევროკავშირის დელეგაციის, ვაჭრობისა და განვითარების შესახებ გაეროს კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და “ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის” “NCTS” იმპლემენტაციის მიზნით, იწყება ახალი პროექტი.
13:11 / 15.03.2021
 
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.5%-ით მეტია 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, გზავნილების მოცულობით იტალია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 28.55 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 25.14 მლნ აშშ დოლარით რუსეთია, მესამეზე საბერძნეთი – 19.71 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზს აშშ – 19.13 მლნ აშშ დოლარით ხოლო მეხუთეზე 13.92 მლნ აშშ დოლარით ისრაელია.

ამასთან, 2021 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.0 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.


12:28 / 15.03.2021
 
კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას იანვარ-თებერვლის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული ორი თვის შემაჯამებელი მოვლენებია შესული, - ამის შესახებ ინფორმაციას კომისია ავრცელებს.

„ComCom დაიჯესტის პირველი მნიშვნელოვანი სიახლე, ISO 9001:2015 სერტიფიკატია. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ამბით დაიწყო კომუნიკაციების კომისიამ 2021. ISO სერტიფიკატი კომისიამ მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო. ISO 9001:2015 სერტიფიკატის მიღება იმის დადასტურებაა, რომ კომისია უწყვეტ რეჟიმში ცდილობს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და რაც მთავარია, მუდმივად ინარჩუნებს აქტიურ კომუნიკაციას მომხმარებლებთან - იღებს მათგან აუცილებელ უკუკავშირს და ითვალისწინებს მას გადაწყვეტილებების მიღებისას.
12:15 / 15.03.2021
 
ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - „სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა“ დაიწყო.
პროექტის ძირითადი მიზანია, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოების და ამ მიმართულებით მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა, ხოლო პროექტის სპეციფიკურ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო კანონმდებლობის გაუმჯობესება და ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
11:14 / 15.03.2021
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.
14:00 / 14.03.2021
 
არ გამოვრიცხავ, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორმა მომავალშიც გაიზიაროს გონივრული, დაბალანსებული წინადადებები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
22:45 / 13.03.2021
 
რადგანაც არსებობს ინფორმაცია, რომელთაგან ზოგი არაფერს ეფუძნება, მაგრამ არის შფოთი, კაშხლის მშენებლობას ვაჩერებთ, ვიწვევთ ქართველ სპეციალისტებს. მოდი, ჩვენი ადგილობრივი ძალები, მათ შორის, დამოუკიდებელი ექსპერტები ვინც აპროტესტებს, ჩავრთოთ, შევამოწმოთ კლიმატის, მეწყერის, სეისმოლოგიის მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგეთ კაშხლის მშენებლობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
23:11 / 12.03.2021
 
კალენდარი
×