ეკონომიკა
2021 წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ‘Fitch Ratings’-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი ‘ნეგატიურიდან’ ‘სტაბილურამდე’ გააუბჯობესა, ხოლო გრძელვადიანი საკრედო რეიტინგი - 'B+' დაადასტურა.
18:46 / 05.04.2021
 
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4173 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4173 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4343 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0170 შეადგინა.
18:21 / 05.04.2021
 
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პროცესი, რომელიც წამოწყებულია „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოებისადმი ნდობის გასაზრდელად და კვლევების გადასამოწმებლად, მშვიდ და საქმიან გარემოს საჭიროებს.
17:25 / 04.04.2021
 
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა. წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდას ჰქონდა, საიდანაც ყველაზე მეტად, 35,8%-ით ზეთი და ცხიმი გაძვირდა.
12:15 / 02.04.2021
 
2021 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
21:08 / 31.03.2021
 
“ხელისუფლების ტრადიციული ინტერპრეტაცია არის თავის მართლება, ყბადაღებულ “საგარეო ფაქტორებზე” მუდმივი აპელირება და არაფრის თქმა “საშინაო ფაქტორებზე”. ისევ აბოლებენ ხალხს, მაგალითად, ისეთი სისულელით, თითქოს თურქული ლირის გუშინ გაუფასურება დღესვე აუფასურებდეს ლარს.” – ამის შესახებ რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.
“ექსპერტები და “ექსპერტები” ან პოლიტიკური მიკერძოებით განმარტავენ მოვლენებს ან ხშირად არ ჰყოფნით ცოდნა რთული საკითხების ასახსნელად. მაგალითად, ძალიან იშვიათია, ვინმემ ახსენოს ( ან ახსნას) ბიუჯეტის ზემოქმედების ხარისხი ლარის კურსზე და ფასებზე.
19:10 / 31.03.2021
 
გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ნამახვანი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია.
19:00 / 31.03.2021
 
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, ლარის დღევანდელი გაუფასურება არის დიდწილად ეროვნული ბანკის სინდისზე.“ხვალ თუ ინტერვენცია არ განახორციელა ეროვნულმა ბანკმა, მდგომარეობა შეიძლება უკიდურესად გართულდეს.
21:21 / 30.03.2021
 
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უძღვებოდა, საპენსიო თემაზე საკომიტეტო მოსმენის გამართვასთან დაკავშირებით კომიტეტში შემოსულ წერილზე იმსჯელეს.

"მოქალაქეების" წარმომადგენლები - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი და პარლამენტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი, იმის გამო რომ ფრაქცია არ გააჩნიათ და რეგლამენტით განსაზღვრულ პროცედურებს ვერ განახორციელებენ, მიმართავენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ლიბერთი ბანკი გასცემს და ამ მოსმენაზე მოიწვიონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ლიბერთი ბანკის და ბანკების ასოციაციის წარმომადგენელები.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, სანამ კომიტეტი ამ წერილებს მიიღებდა, პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა უკვე დაინტერესებული იყო ამ თემით და საკითხზე გარკვეული მოკვლევებიც აქვს დაწყებული.
16:48 / 30.03.2021
 
საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის თანამონაწილეობით ნატურალური წვენების საწარმო, „ჯორჯიან ნექტარი“ საქმიანობას აფართოვებს. ამ მიზნით ბანკმა 125 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო.
14:48 / 26.03.2021
 
კალენდარი
×