ეკონომიკა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში კომუნიკაციების კომისიაში ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევ კანდიდატებს უსმენენ. კომისიაში არსებულ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ ექვსი კანდიდატია წარდგენილი.

მათთვის კომიტეტს ჯერ კიდევ 8 თებერვლის სხდომაზე უნდა მოესმინა, მაგრამ იმის გამო, რომ კანდიდატთაგან ერთ-ერთი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სხვა კანდიდატებთან მიმართებაში არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, კომიტეტმა მოსმენის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
14:08 / 01.03.2021
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან სპორტული დარბაზები შეძლებენ, განაახლონ ფუნქციონირება განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

შეხვედრაზე განხილული იყო რეგულაციები, რომლებიც სპეციალურად სპორტული დარბაზებისთვის შემუშავდება, რათა მათი ფუნქციონირება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე პერსონალისთვის. რეგულაციები შემუშავდება კოვიდ-პროტოკოლების მკაცრი დაცვით და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.
13:51 / 26.02.2021
 
„საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის“ კვლევაში შემოსავლების სამსახურმა რვა ძირითადი მიმართულების 14 კრიტერიუმში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ „საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტის“ (TADAT) გამოყენებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის განმეორებითი შეფასება ჩატარდა.

შეფასება მიზნად ისახავს რეფორმების განსახორციელებლად პრიორიტეტების განსაზღვრას ან/და მიღწეული შედეგების დადგენას.
12:15 / 26.02.2021
 
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამამუშავებელი მრეწველობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.

ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროებში.
11:11 / 26.02.2021
 
ბილეთების შეძენა რკინიგზის სალაროებში დღეიდან იქნება შესაძლებელი.

მატარებლით მგზავრობა ხვალიდან იქნება შესაძლებელი. საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანას განაახლებს. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, მგზავრობისას COVID19-თან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში პირბადის მოხსნის უფლება არ ექნებათ.

საქართველოს რკინიგზა სამთვიანი პაუზის შემდეგ სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე 27 თებერვლიდან იმოძრავებენ.
10:40 / 26.02.2021
 
მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, ვირტუალური ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით – „მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის“. ღონისძიებაზე კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დაბინძურების საკითხებზე იმსჯელეს.

ღონისძიებაზე გაჟღერდა მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლების შედეგები და რეკომენდაციები, რომლებიც წარმოდგენილია ბოლოდროინდელ ორ ანგარიშში: „კლიმატის ცვლილების ზემოქმედება საქართველოს სანაპირო ზოლზე: მოწყვლადობის შეფასება და ადაპტაციის შესაძლებლობები“ და „სანაპირო ზოლის დეგრადაციის ფასი საქართველოში: სანაპირო ზოლის ადაპტაციისა და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების ხელშესაწყობი მონაცემები“.
10:30 / 26.02.2021
 
ჩვენზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ გარემოებამ, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა ქართველი ხალხისგან, სათხილამურო ფედერაციისა და საქართველოს მთავრობისგან, რაც ძალიან კარგია, რადგან მათ ნამდვილად ესმით, რომ ეს არის დიდი შანსი ქართული მთების პოპულარიზაციისთვის, – განაცხადა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ბაკურიანში "სქი-ქროსში" მსოფლიო თასის ეტაპის საორგანიზაციო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ.

ბაკურიანში 26 – 28 თებერვალს "სქი-ქროსის" მსოფლიო ეტაპები გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებას საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.
14:56 / 25.02.2021
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაკურიანში, სქი - ქროსში მსოფლიო თასის ეტაპის ორგანიზატორებს - შეხვდა.

შეხვედრას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის სქი-ქროსის მიმართულების დირექტორი კლაუს ვალდნერი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ირაკლი ჭირაქაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და ვიცე-პრეზიდენტი პატრიკ ლანგი ესწრებოდნენ.

ბაკურიანში სქი-ქროსის მსოფლიო ეტაპები 26 - 28 თებერვალს გაიმართება, რომლებიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტარდება. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებს საქართველოს სამთო კურორტი პირველად მასპინძლობს.
14:49 / 25.02.2021
 
აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი კომპანია OMV Petrom SA საქართველოში შემოდის. უახლოეს პერიოდში გაფორმდება ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. OMV PETROM ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV-ის შვილობილი კომპანია. ინფორმაციასამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

დღეს ხელშეკრულების პროექტი საქართველოს მთავრობამ მოიწონა. ამით საქართველო შეურთდება იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.
14:45 / 25.02.2021
 
საქართველოს მთავრობამ მოიწონა სახელმწიფოს და კომპანია OMV Petrom SA-ს შორის II სახელშეკრულებო ფართობთან დაკავშირებით გასაფორმებელი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას – ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანია OMV Petrom SA, რომლის თანადამფუძნებელია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სანავთობო კომპანია OMV GROUP, ცნობილია რუმინეთის შელფზე გაზის ერთ-ერთი მსხვილი საბადოს „დომინო 1“-ის აღმოჩენით.
14:36 / 25.02.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×