ეკონომიკა
შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
11:23 / 04.03.2021
 
დღეს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც უახლოესი 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიაში მონაწილოებას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები.

"ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად თითოეული სექტორის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული, გრძელვადიანი განვითარების გეგმა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
11:22 / 04.03.2021
 
ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists - AAWE) მონაცემებით, 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9.4%-ით შემცირდა. იმპორტის შემცირების პირობებში, საქართველო წინსვლას და იმპორტის ზრდას აგრძელებს, - აღნიშნულია ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) ინფორმაციაში.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ღვინის კერძო ინდუსტრიასთან თანამშრომლობით, თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგია ხორციელდება. შედეგად, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე ბოლო 6 წელია სტაბილურად მზარდია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 912 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 34%-ით აღემატებოდა 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
10:33 / 04.03.2021
 
ჩვენ არამხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
22:28 / 03.03.2021
 
Hurun Research Institute-ს კვლევის თანახმად, მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობამ 3228-ს მიაღწია, რაც ახალი რეკორდი გახდა.

15 იანვრის მონაცემებით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ქონება 3,5 ტრილიონი დოლარიდან 14,7 ტრილიონამდე გაიზარდა.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი SpaceX-ისა დაTesla-ს დამაარსებელი ილონ მასკია. მისი ქონება 197 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მეორე ადგილზეა Amazon-ის დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი 189 მილიარდი დოლარით, მესამე ადგილს კი 114 მილიარდი დოლარით Louis Vuitton-ის მფლობელი ბერნარ არნო იკავებს.
17:12 / 03.03.2021
 
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ნამოხვანჰესისა და მასზე დამოკიდებული 80 ჰესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"დღეს ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ხაზი, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, გადის პანდემიასა და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე. პანდემიის ნაწილში პირველი ეტაპი ნამდვილად ვმართეთ წარმატებით, თუმცა მეორე ეტაპზე, რაც შეეხება ვაქცინაციის ნაწილს, გვაქვს გარკვეული შეფერხებები. ეს არის ფაქტი. მართალია, გუშინ მინისტრის მოადგილემ სრულიად გასაგებად ახსნა, თუ რატომ ფერხდება ეს პროცესი, რაც ქართული მხარის პრობლემა არ არის, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება და ჩვენ აბსოლუტურად ყველა გზას უნდა მივმართოთ - ფორმალურს თუ არაფორმალურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, მით უმეტეს, რომ რისკები იზრდება შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ და პარალელურად.

რაც შეეხება ეკონომიკას, კრიზისი უკვე დაწყებულია და კიდევ უფრო მძიმე კრიზისი გველის წინ. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება კრიზისის ნაწილში გარკვეული გეგმის ჩვენება და კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ როგორ ვაპირებთ, გადავარჩინოთ ეკონომიკა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებს გავუმკლავდეთ. ამავდროულად, გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა.
14:50 / 02.03.2021
 
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც თბილისის მერიის ავტორობით შემუშავდა და რომლის განხილვასაც მიმდინარე კვირაში პარლამენტი იწყებს ე.წ. სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტია, რომელიც პასუხია იმ პრობლემებზე, რაც ათიათასობით თბილისელს ათწლეულობის განმავლობაში აწუხებს. ეს არის ექსპლუატაციაში ვერ მიღებული საცხოვრებელი სახლები, სადაც ადამიანებს უწევთ ცხოვრება და აქვთ რეალური პრობლემები, მათ შორის, იმ სერვისების ვერ მიღებასთან დაკავშირებით, რასაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში თბილისის მერია ასი პროცენტით აფინანსებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, 2009 წელს განხორციელებულმა გარკვეულმა დერეგულაციებმა საშუალება მისცა დეველოპერებს, რომ მშენებარე ბინებში საცხოვრებლად შეეშვათ ადამიანები და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მშენებლობები ხორციელდებოდა მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევით, მათ შორის, ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში გაყვანილი იყო ელექტრომომარაგება და უზრუნველყოფილი იყო გაზმომარაგება, რის გამოც არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მათ შორის, თბილისში და დაიღუპნენ ადამიანები.
14:36 / 02.03.2021
 
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარსდგა. საკომიტეტო მოსმენა ინოვაციების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობას ეხებოდა.

სააგენტო ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობის პროგრამებს ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით და რეგიონების დაფარვა ხორციელდება ტექნოპარკებისა და ინოვაციური ცენტრების მეშვეობით. კერძოდ რეგიონალური ცენტრები წარმოდგენილია: ბათუმში, გურჯაანში, თელავში, კასპში, ზუგდიდში, რუხსა და ახმეტაში. 2021 წელს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის 22 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და მთლიანობაში სააგენტოს პროექტები გააერთიანებს 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს.
11:51 / 02.03.2021
 
2020 წლის მეოთხე კვარტალში ამერიკულმა კომპანია Apple-მა სმარტფონების გლობალური მწარმოებლის პირველი პოზიცია დაიკავა და სამხრეთ კორეულ Samsung-ს თითქმის 18 მილიონი გაყიდული ერთეულით გაუსწრო.
16:14 / 01.03.2021
 
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, ვიცე-პრეზიდენტებს არჩილ მესტვირიშვილს და პაპულა ლეჟავას შეხვდა. პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს: პანდემიის პირობებში ქვეყნის მაკროეკონომიკური გამოწვევები, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის, ლარის კურსის და ინფლაციის პერსპექტივები, ასევე საფინანსო სექტორის გადახდისუნარიანობის და ლიკვიდობის საკითხები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი კოვზანაძეს 2020 წლის საბანკო სექტორის წინასწარი მონაცემები გააცნო.
15:23 / 01.03.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×