ეკონომიკა
"არა, მორატორიუმი შეუძლებელია, გაჩერება შეუძლებელია, განვითარების შეფერხება შეუძლებელია", — ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ კითხვას ნამახვანჰესის მშენებლობის მორატორიუმთან დაკავშირებით.
19:18 / 09.03.2021
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი "ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კონკრეტული ფორმატის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს. პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ინვესტორი კომპანიის მხრიდან მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აღებასა და ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე.
15:47 / 09.03.2021
 
დამატებით ჩატარდა გეოლოგიური კვლევა ჰესის შენობის განთავსების ტერიტორიაზე, წყალმიმღების ტერიტორიაზე, ასევე გამოკვლეულ იქნა გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა მეწყერსაშიშ უბნებზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კვლევის ანგარიშში მოცემული ინფორმაციით კაშხალი აბსოლუტურად მკვრივ ქანებში დაფუძნდება, რაც ამცირებს გეოლოგიურ რისკებს.

„გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით (12, 13, 14, 16, პუნქტები), შპს ,,ენკა რინიუებლზს” გეოლოგიური კუთხით დაევალა შემდეგი პირობების შესრულება:
13:49 / 09.03.2021
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თანხმდება, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ენერგომოხმარება დღევანდელი 12 მილიარდი კილოვატსაათიდან სულ მცირე 21 – 22 მლრდ კვსთ-მდე გაიზრდება, ანუ პრაქტიკულად გაორმაგდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა.

"ეს ნიშნავს, რომ უნდა გადავწყვიტოთ, შემდგომ 10 წელიწადში საიდან ვიღებთ დამატებითი 32 მლრდ კვსთ ენერგიას - სწორედ ამდენი დაგვჭირდება დამატებით, რომ უზრუნველყოთ ეკონომიკის და ცხოვრების დონის ზრდა და იქნება თუ არა ეს ენერგია არსებითად წარმოებული ჩვენს საკუთარ ჰიდროსადგურებზე (და, შესაბამისად, დარჩება თუ არა ქვეყანაში დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარი, რაც არის ამ მოცულობის მიახლოებითი ღირებულება), თუ მოსახლეობის მიერ გადახდილი ეს ფინანსური რესურსი გავა ქვეყნის გარეთ იმპორტის შესაძენად და შესაბამისად, მოხმარდება რომელიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - განაცხადა ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
12:26 / 09.03.2021
 
სოციალური ქსელებით გავრცელდა ფსევდო-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც არასწორად არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურებში, კაშხლებზე მომხდარი ავარიები. ფილმი არაინფორმირებულ აუდიტორიაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზოგადად ჰესების წინააღმდეგ, მათ შორის, ნამახვანი ჰესის საწინააღმდეგო განწყობების დამკვიდრებას, - ენერგეტიკის სფეროს ექსპერტი, დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში, კაშხლების შესახებ გავრცელებულ ფილმს გამოეხმაურა.
19:37 / 08.03.2021
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას "პისიარ" ტესტით შეძლებენ.

"ჩვენ ეტაპობრივად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს – ეს ეხება როგორც საერთაშორისო ფრენებს, სადაც შეზღუდვები უკვე მოხსნილია, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუ რა რეჟიმით შემოდიან ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები საქართველოში. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრისა და საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ იმ ქვეყნების სიას, საიდანაც შემოსული ადამიანები მხოლოდ "პისიარ" ტესტით შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და შემდეგ ყოველ სამ დღეში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტირებას, დაემატება შუა აზიის ქვეყნები – თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
13:37 / 06.03.2021
 
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა მხარდაჭერის პროგრამას ეხება. ამ პროგრამას საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა. როგორც ლევან არველაძემ განაცხადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებულ სექტორს საგრძნობლად დაეხმარება.
17:10 / 05.03.2021
 
2021 წლის "ჰერითიჯის ფონდის" მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად - ეს კომპონენტებია: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).
12:05 / 05.03.2021
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ნამახვანის ჰესის ხელშეკრულების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებებს სპეკულატიურს უწოდებს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თავის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვრცელი პასუხი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების სპეკულატიურ შეფასებებზე ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შესახებ. სამინისტროს 20-გვერდიან პასუხში დეტალურადაა განმარტებული თითოეული საკითხი, რომლის მიმართაც მესამე სექტორის წარმომადგენელთა მიერ არაზუსტი და არაკომპეტენტური შეფასებები იყო გავრცელებული.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ „არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ს მიერ 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებული პუბლიკაცია ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებსაც კი, რადგან ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ ნამახვანის ჰესის პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სამართლიან და მიუკერძოებელ შეფასებას.
11:53 / 05.03.2021
 
თქვენ მოკალით ანაკლიის პროექტი! ბატონო პრემიერო, დღეს რაც გააკეთეთ, ეს არის პიარი! – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.
22:47 / 04.03.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×