ეკონომიკა
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციის მიზნით, ევროკავშირის დელეგაციის, ვაჭრობისა და განვითარების შესახებ გაეროს კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა.

DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და “ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის” “NCTS” იმპლემენტაციის მიზნით, იწყება ახალი პროექტი.
13:11 / 15.03.2021
 
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.5%-ით მეტია 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, გზავნილების მოცულობით იტალია ლიდერობს, საიდანაც საქართველოში 28.55 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. მეორე ადგილზე 25.14 მლნ აშშ დოლარით რუსეთია, მესამეზე საბერძნეთი – 19.71 მლნ აშშ დოლარით, მეოთხეზს აშშ – 19.13 მლნ აშშ დოლარით ხოლო მეხუთეზე 13.92 მლნ აშშ დოლარით ისრაელია.

ამასთან, 2021 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.0 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.


12:28 / 15.03.2021
 
კომუნიკაციების კომისიამ საზოგადოებას იანვარ-თებერვლის ComCom დაიჯესტი წარუდგინა, რომელშიც კომისიის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გასული ორი თვის შემაჯამებელი მოვლენებია შესული, - ამის შესახებ ინფორმაციას კომისია ავრცელებს.

„ComCom დაიჯესტის პირველი მნიშვნელოვანი სიახლე, ISO 9001:2015 სერტიფიკატია. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ამბით დაიწყო კომუნიკაციების კომისიამ 2021. ISO სერტიფიკატი კომისიამ მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და კანონით დაკისრებული ვალდებულებების საუკეთესოდ შესრულებისთვის მიიღო. ISO 9001:2015 სერტიფიკატის მიღება იმის დადასტურებაა, რომ კომისია უწყვეტ რეჟიმში ცდილობს საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და რაც მთავარია, მუდმივად ინარჩუნებს აქტიურ კომუნიკაციას მომხმარებლებთან - იღებს მათგან აუცილებელ უკუკავშირს და ითვალისწინებს მას გადაწყვეტილებების მიღებისას.
12:15 / 15.03.2021
 
ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - „სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა“ დაიწყო.
პროექტის ძირითადი მიზანია, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოების და ამ მიმართულებით მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა, ხოლო პროექტის სპეციფიკურ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო კანონმდებლობის გაუმჯობესება და ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
11:14 / 15.03.2021
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისში მიმდინარე აქციას გამოეხმაურა.
14:00 / 14.03.2021
 
არ გამოვრიცხავ, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორმა მომავალშიც გაიზიაროს გონივრული, დაბალანსებული წინადადებები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
22:45 / 13.03.2021
 
რადგანაც არსებობს ინფორმაცია, რომელთაგან ზოგი არაფერს ეფუძნება, მაგრამ არის შფოთი, კაშხლის მშენებლობას ვაჩერებთ, ვიწვევთ ქართველ სპეციალისტებს. მოდი, ჩვენი ადგილობრივი ძალები, მათ შორის, დამოუკიდებელი ექსპერტები ვინც აპროტესტებს, ჩავრთოთ, შევამოწმოთ კლიმატის, მეწყერის, სეისმოლოგიის მიმართულებით და მხოლოდ ამის შემდეგ შევუდგეთ კაშხლის მშენებლობას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
23:11 / 12.03.2021
 
მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიზნესისადმი გახსნილია და შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს, რაც დღეს თვალნათლივ დავინახეთ, - ამის შესახებ ნავთობკომპანია „OMV Petrom SA“-ის დირექტორმა კრისტინა ვეჩერემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


როგორც „OMV Petrom SA“-ის დირექტორმა აღნიშნა, კორპორაცია მოუთმენლად ელის შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას.


„ჩვენ, OMV Petrom კორპორაციაში, მიგვაჩნია, რომ შავ ზღვას დიდი პოტენციალი გააჩნია ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისთვის.
ჩვენ ნამდვილად მოუთმენლად ველით შავი ზღვის ქართულ აკვატორიაში ნავთობის მოპოვების პროცესის დაწყებას, რაც ჩვენი კორპორაციის საქმიანობის რეგიონული გაფართოების ბუნებრივ გაგრძელებად მიგვაჩნია.
16:31 / 10.03.2021
 
კომპანია განახორციელებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს შავი ზღვის შელფში, საქართველოს ნაწილში, - ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა, „OMV Petrom”- თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ ძებნა-ძიების წარმატებით დასრულებისთვის ყველა ინდიკაცია, როგორც გეოლოგიური, ასევე ტექნიკური, არსებობს.

ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A - ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV - ის შვილობილ კომპანია OMV Petrom S.A - თან და მზადაა, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.
16:07 / 10.03.2021
 
საქართველოს შავი ზღვის შელფზე აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom S.A - ი ნავთობისა და გაზის კვლევა - ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. შესაბამის ხელშეკრულებას დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა ხელი. ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.

ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A - ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV - ის შვილობილ კომპანია OMV Petrom S.A - თან და მზადაა, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.
16:03 / 10.03.2021
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×