ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2020-ის ჯილდოს მიღების თაობაზე განაცხადა. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა.
13:47 / 10.06.2020
 
როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14:00 / 09.06.2020
 
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია და ქვეყანა ამისთვის სრულ მზადყოფნაშია. როგორც კაკაურიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 400 მილიონამდე იზრდება.
11:35 / 09.06.2020
 
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ეროვნული ბანკის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
10:22 / 08.06.2020
 
ტურისტებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაახლოებით საქართველოს მსგავსი იქნება, სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
21:45 / 05.06.2020
 
თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება. 5 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მუსიკოსის — ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.
17:34 / 05.06.2020
 
ლარი მეოთხე დღეა მკვეთრად მყარდება. 16 მარტის შემდეგ პირველად Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი 3.00-ს ჩამოსცდა. 1 აშშ დოლარის ღირებულება ბოლო 4 დღეში 19 თეთრით შემცირდა.
13:48 / 04.06.2020
 
2020 წელს საქართველოს მთავრობა 7.1 მილიარდი ლარის საგარეო ვალს იღებს. მთავრობის საგარეო ვალის დაფარვაზე კი მიმდინარე წელს 1.1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. როგორც საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ მომზადებულ დოკუმენტშია აღნიშნული, მიმდინარე წლის განმავლობაში ვალდებულებების წმინდა ზრდა, ანუ სხვაობა აღებასა და დაფარვას შორის , 7.8 მილიარდი ლარი იქნება. აქედან საგარეო ვალის წმინდა ზრდა 6.1 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო ვალის წმინდა ზრდა 1.7 მილიარდი ლარია.
11:52 / 03.06.2020
 
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას 8 ივნისიდან განაახლებენ. სებ-ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
11:45 / 03.06.2020
 
ბანკების მიერ მსესხებლებისთვის შეთავაზებულ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. როგორც ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ამ პროცესის გაგრძელება ისე მასშტაბურად, როგორც მისი შემოღება მოხდა, აღარ იგეგმება. თუმცა, გარკვეული შეთავაზებები ისევ განიხილება.
23:43 / 12.05.2020
 
კალენდარი
×