საქართველოს ბანკისა და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის" ერთობლივი პროექტის - „ეკონომიკური ფორუმის" ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას მიეძღვნა, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის არსებობა, თავისუფალი შრომის ბაზარი, მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთი, ეფექტური ბიუროკრატია, სახელმწიფო ინვესტიციები, როგორც საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი ფაქტორი.