დღის ყველა სიახლე
ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
11:50 / 14.05.2021
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 397 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
11:47 / 14.05.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 651 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 817 PCR ტესტით.
11:10 / 14.05.2021
აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განცხადებით, სრულად ვაქცინირებულ პირებს პირბადის ტარების საჭიროება აღარ აქვთ, როგორც ღია სივრცეში, ასევე, დახურული სივრცის უმეტეს ადგილებში. სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ეს ნორმალური ცხოვრების დაბრუნების დასაწყისია.
10:50 / 14.05.2021
video
ღაზას სექტორში ისრაელის შეიარაღებული ძალების ოპერაციაში სახმელეთო ძალებიც ჩაერთვნენ. ამის შესახებ BBC იუწყება.
10:43 / 14.05.2021
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქალის და მამაკაცის ცხედრები იპოვეს. ქალი ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ნახეს გარდაცვლილი, მამაკაცი კი კორპუსის ეზოში.
10:30 / 14.05.2021
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისრაელში შეჭრილი „ჰამასის“ დრონი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
10:00 / 14.05.2021
ისრაელი ღაზას ბომბავს - თავდაცვის ძალების განცხადებით, დაწყებულია სახმელეთო შეტევაც.
06:01 / 14.05.2021
კალენდარი
×