დღის ყველა სიახლე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გულითადად ულოცავს ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს და მადლიერებას გამოხატავს აშშ-ის მთავრობის, ამერიკული დონორი და პარტნიორი ინსტიტუციების მიმართ ათწლეულების მანძილზე გაწეული ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
18:40 / 04.07.2020
რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზ.ჯ.-ს, გ.გ.ს, დ.მ.-ს, მ.ღ.-ს და დ.დ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სასამართლოს მიერ გ.ა.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა აპელაციის წესით გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებულებს 20, 10-10 და 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, ქ. თბილისში, დ.მ. გ.გ.-მ მოტყუებით გამოიყვანა საცხოვრებელი ბინიდან და ავტომანქანით მიიყვანა ბრალდებულებთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე - გლდანის ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა დ.მ-მ, მ.ღ.-მ და დ.დ.-მ მოახდინეს მისი დაკავების ინსცენირება, დაადეს ხელბორკილები, ავტომანქანით ჩაიყვანეს ქ. რუსთავში და შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზ.ჯ-ს და გ. ა.-ს, რომლებმაც დ.მ.-ს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც დ.მ.-ს გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იყო 6 პირი. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზ.ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) და სასჯელის სახით განუსაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, გ.გ დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 25,143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში დახმარება) და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, დ.მ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მ.ღ. - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დ.დ. - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო ძებნილი ზ.ჯ. დაკავებული იქნა 2020 წლის 2 იანვარს. ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა.

საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ გ.ა.-სთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა - საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ პუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება) და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) დადასტურებულია გამოძიების დროს გამოკვლეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით. საქართველოს პროკურატურა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული განაჩენის მიღების და გაცნობის შემდეგ, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
18:34 / 04.07.2020
სინგაპურის ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში დენგეს ცხელების უპრეცედენტო გავრცელებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ The Straits Times იტყობინება.
17:38 / 04.07.2020
მსოფლიო მასშტაბით 4 ივლისის მდგომარეობით სულ 2230 მილიარდელია, რომელთა ჯამური ქონებაც 9 ტრლნ-ს აღემატება, საიდანაც $1 ტრლნ-ს სიის სათავეში მყოფი პირველი 11 ადამიანი ფლობს. შესაძლებლობებს შორის სხვაობა უმდიდრეს ადამიანებშიც კოლოსალურია და მათ 99%-ს ფართო საზოგადოება არ იცნობს. სია შეიხებსა და დიქტატორებს არ მოიცავს.
17:19 / 04.07.2020
ფოთში, რამდენიმე დღის წინ, მამასთან ერთად გასვენებაში მყოფი ვაჟა ტყებუჩავა უცნობმა პირებმა გაიტაცეს, მოგვიანებთ კი ტყებუჩავა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
16:50 / 04.07.2020
3 წლის ბავშვს, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა, ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.
16:44 / 04.07.2020
„ალბათ ახლა რასაც ვიტყვი, ამისთვის კალაშნიკოვს დამიმიზნებენ, მაგრამ აბასთუმანი, ასევ ულამაზესი ბუნებით და საოცრად სუფთა ჰაერით, ტუბერკულოზს არ კურნავს.
16:31 / 04.07.2020
კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი ჩვილის საქმეზე დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. "კურიერი" სოფლის მოსახლეობას ესაუბრა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კასპში ჩვილის გარდაცვალება უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
15:20 / 04.07.2020
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირი N83-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობის პროექტი დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი მოედნის განთავსება ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნა იყო.
15:03 / 04.07.2020
„COVID-19-ის ინფექცია მუტაციას კვლავ განიცდის, თუმცა ვირუსი მეტად აგრესიული აღარ გამხდარა“,- ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტმა მარია ვან კერკოვემ განაცხადა.
14:58 / 04.07.2020
ტაბულას ხელმძღვანელი თამარა ჩერგოლეიშვილი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმანს აპირებს, ამის შესახებ ცერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
14:43 / 04.07.2020
ავარია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში - დაღუპულია მოზარდი.
14:31 / 04.07.2020
საქართველოს პროკურატურა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
14:25 / 04.07.2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია.
12:33 / 04.07.2020
მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა, კვლავ მძიმეა. აღნიშნულის შესახებ ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.
12:30 / 04.07.2020
ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს; ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
12:27 / 04.07.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 946 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა და 825 გახდა.
12:21 / 04.07.2020
კალენდარი
×