დღის ყველა სიახლე
ხორცპროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია "ლიდერფუდის" ყოფილი დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი დუმბაძის მიერ გამართული პრეს-კონფერენციის შემდგომ, სადაც მან გარკვეული ბრალდებები გააჟღერა "ლიდერფუდის" ამჟამინდელი მფლობელის, მისი სიმამრის, დავით ზეიკიძის მიმართ, სააგენტო სააგენტო xnews.ge-მ ზეიკიძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
18:15 / 02.06.2020
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს და საპარლამენტო ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს ლევან კობერიძეს განცხადებით მიმართავს.
18:03 / 02.06.2020
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა.
17:41 / 02.06.2020
მადლობა ღმერთს, რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთან არ ხდება. ვიმეორებ, მადლობა ღმერთს, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ხედავს თუ არა პარალელს მიმდინარე მოვლენებში ამერიკელი და რუსი პოლიციელების ქმედებებს შორის.
17:22 / 02.06.2020
მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელშიც ასევე შედის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი, ჩინურ ღამურებში აღმოჩენილი ყველა კორონავირუსი შეისწავლა; გენეტიკური ანალიზების გამოყენებით სცადა მიჰყოლოდა ახალი კორონავირუსის სავარაუდო წარმოშობის კვალს ცხვირნალისებრ ღამურებში.
17:16 / 02.06.2020
რაც შეეხება კანდიდატურებსა და სახელებს, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი ფავორიტი ეყოლება, მათ შორის კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მომავალი პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა.
17:10 / 02.06.2020
დღეიდან 6 ივნისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
17:06 / 02.06.2020
პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, თუ მოქალაქე პირბადეს არ გაიკეთებს და დაჯარიმდება, ჯარიმა უნდა იყო, მისთვის შემაწუხებელი, რომ წესების დაცვა აიძულოს და არა იმ საფასურის, რომ მისთვის ეს „დამანგრეველი გახდეს". ამის შესახებ ცქიტიშვილმა პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში შესაძლო ჯარიმების დაწესების თაობაზე ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
16:59 / 02.06.2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
13:26 / 02.06.2020
საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მექანიზნების გამოყენებით ჩაივლის.
12:55 / 02.06.2020
სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 10 009 გახდა.
12:31 / 02.06.2020
ბინებში კონდიციონერის გამოყენება ნაკლები რისკის შემცველია, - ამის შესახებ  ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
12:23 / 02.06.2020
ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს დილიდან ეკლესიაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ქურდობის ფაქტს ადასტურებს მამა იოანე გორელიშვილი. სხვა დეტალები მომხდარის შესახებ უცნობია.
12:18 / 02.06.2020
ბადრი ვადაჭკორია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
12:03 / 02.06.2020
ტაქსის მძღოლებისთვის პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, სანქციების შემოღების შემთხვევაში, რაც სავარაუდოდ მოხდება, სხვა ნებისმიერი მოქალაქის მსგავსად, პირბადის გამოყენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლებიც დაჯარიმდებიან.
11:30 / 02.06.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევიდან, ორივე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი მარეთიდანაა.
11:17 / 02.06.2020
რუსეთს სურს ევროკავშირიდან, ნატო-დან, დიდი შვიდეულიდან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადან აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კომენტარები მოისმინოს, - სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
10:53 / 02.06.2020
ნიკოლ ფაშინიანი თავს კაგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს,- სააგენტო "არმენპრესის" ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა მანე გევორგიანმა განაცხადა.
10:49 / 02.06.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 796 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10- ით გაიზარდა და 634 გახდა.
10:29 / 02.06.2020
კალენდარი
×