დღის ყველა სიახლე
საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება ამდენი კლინიკა, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მის უწყებაში ამ მხრივ სტრატეგიის შემუშავება მიდის მუშაობა.
23:29 / 17.01.2021
რამდენიმე წუთის წინ, მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს.
22:59 / 17.01.2021
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მეორე ტალღის დროს სახელმწიფოს კერძო კლინიკებთან მოლაპარაკებების პროცესი პირველ ტალღასთან შედარებით რთული იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა. ტიკარაძის თქმით, კლინიკების კომერციული ინტერესი იყო, რომ ჰიბრიდულებად დარჩენილიყვნენ და მხოლოდ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს არ მომსახურებოდნენ, ამიტომ მთავრობას მათთან ბიზნეს-მოლაპარაკებების წარმოება მოუწია.
22:57 / 17.01.2021
საქართველოში მოსახლეობის კორონავირუსზე აცრა შესაძლოა 3 ან 4 ეტაპად დაიყოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
22:45 / 17.01.2021
როგორ მუშაობს ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინა, რომელსაც ვაქცინოლოგიის ახალ ეპოქას უწოდებენ, როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ მასობრივი იმუნიზაცია, რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსალური ვაქცინის შექმნა პანდემიების შესაჩერებლად და რას მოიაზრებს ფრაზა „ვირუსთან თანაცხოვრება“, – ამ ძირითად საკითხებზე საუბრობს ამერიკული ინსტიტუტის, Sabin Vaccine Institute-ის გლობალური იმუნიზაციის პრეზიდენტი ბრიუს გელინი, რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ანალიტიკურმა საკვირაო გადაცემა „ახალმა კვირამ“ ჩაწერა.
22:42 / 17.01.2021
საქართველოში ამინდი გაუარესდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
22:38 / 17.01.2021
როგორ მუშაობს ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინა, რომელსაც ვაქცინოლოგიის ახალ ეპოქას უწოდებენ, როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ მასობრივი იმუნიზაცია, რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსალური ვაქცინის შექმნა პანდემიების შესაჩერებლად და რას მოიაზრებს ფრაზა „ვირუსთან თანაცხოვრება“, – ამ ძირითად საკითხებზე საუბრობს ამერიკული ინსტიტუტის, Sabin Vaccine Institute-ის გლობალური იმუნიზაციის პრეზიდენტი ბრიუს გელინი, რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ანალიტიკურმა საკვირაო გადაცემა „ახალმა კვირამ“ ჩაწერა.
22:26 / 17.01.2021
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს.
22:24 / 17.01.2021
„პოსტ ფაქტუმის“ წამყვანი გიორგი გაბუნია სეზონის პირველ გადაცემაში, ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ ისაუბრა.
22:09 / 17.01.2021
მოსკოვში „ვნუკოვოს აეროპორტში“, სადაც ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები ელოდებოდნენ, მოულოდნელად რამდენიმე საათით დაიხურა და თვითმფრინავებს არ იღებს.
21:44 / 17.01.2021
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა “POSTV-ის” ეთერში საუბრისას, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ემოციური ამბავი გაიხსენა.
21:03 / 17.01.2021
ოპოზიციაშიც არის ხალხი, რომელთა პოზიციებიც შეთანხმების პროცესს აფერხებს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
21:01 / 17.01.2021
„ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს „რესპუბლიკელების“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ეხმაურება.
20:57 / 17.01.2021
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მსოფლიოში არცერთი ეპიდემია ვაქცინის გარეშე არ დამარცხებულა. ამიტომ მისი თქმით, "ერთადერთი საიმედო" გამოსავალი სწორედ ვაქცინაცია იქნება.
20:55 / 17.01.2021
ცნობილი ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი ფილ სპექტორი 81 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
20:53 / 17.01.2021
OMON–ის ოფიცრები ცდილობენ მოსკოვში ვნუკოვოს აეროპორტში ხალხი დაშალონ, რომლებიც ვნუკოვოს აეროპორტის შესასვლელში ალექსეი ნავალნის ელოდებიან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
20:49 / 17.01.2021
რუსი პოლიტიკოსი და კრემლის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. თვითმფრინავი ბერლინი-მოსკოვი, სადაც ალექსეი ნავალნი იმყოფება, უკვე გზაშია და მალე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვება
20:41 / 17.01.2021
ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ისეთ გავრცელებულ ჩივილზე წერს, როგორიცაა ყელის ტკივილი ბავშვებში. მისი თქმით, ყელის ტკივილი და ხშირი ავადობა გლანდების ოპერაციის წინაპირობა არ არის:
20:05 / 17.01.2021
“2 დღეა კუჭაშლილი ბავშვების დამფრთხალი მშობლები რეკავენ და მეკითხებიან, შემთხვევით კოვიდის “ახალი გართულება” ხომ არ აქვთ მათ შვილებს”,- ამის შესახებ პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში წერს და იმ მშობლებს მიმართავს, რომლებიც კოვიდის შემდგომი სინდრომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით აღშფოთდნენ.
20:00 / 17.01.2021
"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭოზე ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, განასახიერებს ამბავს, რომ "ქართული ოცნება" წარსულის პარტიაა და ქვეყანაში ახალი ძალების დრო დგება. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
19:25 / 17.01.2021
კალენდარი
×