დღის ყველა სიახლე
არსებობენ „ქოცები“ და „ქოცებთან“ გათანაბრებული პარტიები, ვინც დღეს ოპოზიციონერობას იჩემებს, დაკავებული არის ოპოზიციის ლანძღვით და ერთი სული აქვთ, შევიდნენ პარლამენტში, – აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა.
14:12 / 16.01.2021
“ექსპო-ჯორჯიასთან“, სადაც “ქართული ოცნების” ყრილობის დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
13:58 / 16.01.2021
ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება ფაქტორი, თუმცა დარწმუნებული ვარ, პოლიტიკის მიღმა კიდევ ბევრს გააკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
13:56 / 16.01.2021
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
13:54 / 16.01.2021
პარტია „ქართული ოცნების“ წევრი არ ვარ და შესაბამისად, ვერც პოლიტსაბჭოს წევრი ვიქნები, – ასე უპასუხა ქართული ოცნების“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა ის მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი.
13:53 / 16.01.2021
“დღეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოწვევა ქვეყნის ცხოვრებისთვის, რომელსაც ვფიქრობ, ეს ქვეყანა ღირსეულად ჩააბარებს”.ამის შესახებ ვასილ მაღლაფერიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
13:49 / 16.01.2021
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ mRNA– ს ვაქცინებზე გავრცელებულმა არასასურველმა რეაქციებმა, შესაძლოა ხელი შეუწყო ფატალურ შედეგს ზოგიერთ დაუძლურებულ პაციენტში.
13:43 / 16.01.2021
პარლამენტის თავმჯდომარე იუბილარია. არჩილ თალაკვაძეს 38 წელი შეუსრულდა. პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და მილოცვებს იღებს.
13:25 / 16.01.2021
„ქართული ოცნება“ იმსახურებს ირაკლი კობახიძეს და ირაკლი კობახიძე იმსახურებს „ქართულ ოცნებას“,- ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის დასახელებას.
13:23 / 16.01.2021
„ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე მოქალაქე.
13:23 / 16.01.2021
საგამოფენო სივრცე „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა უნდა გაიმართოს სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
13:20 / 16.01.2021
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიამ საკმაოდ მძიმე სიტყვებიც კი გამოიყენა და თქვა, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და ძირი არ უნდა გამოუთხაროს პარლამენტის მუშაობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
12:08 / 16.01.2021
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება.
11:20 / 16.01.2021
მომღერალი ირმა სოხაძე “ლელოს” ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს.როგორც ირმა სოხაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა, მამუკა ხაზარაძემ მოქალაქეებს მისი პარტია პოლიტიკურ ველზე მესამე ძალად გააცნო, საბოლოოდ კი “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანდა.
11:17 / 16.01.2021
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი წლით გააგრძელა. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის მეთაურის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის მიერ გავრცელდა.
11:15 / 16.01.2021
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა . პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა.
10:57 / 16.01.2021
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1236 ადამიანს დაუდასტურდა, 2189 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
10:56 / 16.01.2021
პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ვანო მერაბიშვილზე არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
10:51 / 16.01.2021
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 42 ადამიანი, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
10:46 / 16.01.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
×