პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი.
"ჩვენ, ყველა სამართლიანი კრიტერიუმით ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუს და ვთვლი, რომ დღესაც საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ევრორეკომენდაციების მიხედვით დიდი სამუშაო შესრულდა, ჩვენ გავაკეთეთ და შემოდგომის ბოლომდე კიდევ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკომისიას ჰქონდეს სრული საფუძველი საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, დანარჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.
ვხედავთ ფრთას, რომელსაც არ უნდა რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებაც იქნება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ipress.ge