ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
"12-პუნქტიანი გეგმის შესრულების სივრცეში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. საზოგადოებისთვის ცნობილია ევროკომისარ ვარჰეის შემოთავაზება კუთხით, რომელიც დიდ წილად იქნა გაზიარებული ქართული მხარის მიერ. საარჩევნო კანონმდებლობის წინამდებარე რეფორმა გულისხმობს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის განახლებულ წესს. გათვალისწინებულია, როგორც საპარლამენტო სივრცეში გადაწყვეტილების მიღება, ასევე, კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი, რაც პრეზიდენტის კონკრეტულ ჩართულობას გულისხმობს.
რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი არის საქართველოსთვის ყველა წინაღობის შექმნა, იმ გზაზე, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი ჰქვია. ისინი არ მონაწილეობენ შესაბამისს პროცესებში, ბოიკოტს უცხადებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან გზას," - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.