„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დასრულდა.
მარტვილში, აბაშაში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, მესტიაში, ხობში, სენაკსა და ფოთში ოთხი დღის განმავლობაში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
• „ქართული ოცნების“ მარტვილის ორგანიზაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი, თორნიკე ჯანაშია უხელმძღვანელებს.
• აბაშის ორგანიზაციას - აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია;
• ზუგდიდის ორგანიზაციას - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მამუკა წოწერია
• წალენჯიხის ორგანიზაციას - ბაკურ სონგულია;
• ჩხოროწყუს ორგანიზაციას - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი, დათო გოგუა;
• მესტიის ორგანიზაციას - მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი;
• ხობის ორგანიზაციას - ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია;
• სენაკის ორგანიზაციას - სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია;
• ფოთის ორგანიზაციას - ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, ბექა ვაჭარაძე.
„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ასევე ჩატარდა თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთსა და კახეთში.