ქუთაისში 42 უსახლკარო ოჯახი მალე ახალ საცხოვრებელს მიიღებს.
გუგუნავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახალ ბინადრებს თანამედროვე სტანდარტებით კეთილმოწყობილი და შესაბამისი საყოფაცხოვრებო ავეჯით აღჭურვილი ბინები დახვდებათ.
პროექტის ღირებულება 840 ათასი ლარია.