მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, "ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელი ფრიდონ ინჯია აცხადებს რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.
"საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმეჯერ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია. ეს გამოიხატება სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დაიჭერთ, მთელი ჩვენი გუნდი" - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ "ქრონიკასთან".
ipress.ge