"იმპიჩმენტის წამოწყების მიზანი რუსული ქაოსის შექმნაა," - ასე აფასებს "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე მმართველი პარტიის მცდელობას, დასაჯოს პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის გამო.
"ვფიქრობ, რომ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება არის ძალიან კონკრეტული მიზნით განპირობებული - რამდენიმე მიზანი აქვს ამას, მაგრამ ერთი მთავარი და ძირეული, ეს არის რუსული ქაოსის შექმნა. პოზიტიური გზავნილები მოდიოდა ბრიუსელიდან სწორედ გეოპოლიტიკური მიზნების გამო შესაძლებელი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება. ახლა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ეს გეგმაც ჩააგდონ,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.