ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ლომისობის დღესასწაულზე ახალგორის რაიონის მცხოვრებლებისთვის რაზდახანის პუნქტზე გადაადგილებას ამარტივებს. ინფორმაციას დე ფაქტო უშიშროების საბჭოზე დაყრდობით ცხინვალური მედია ავრცელებს.
გამშვები პუნქტის გამარტივებულად გადაკვეთის გადაწყვეტილება დე ფაქტო საბჭომ დღეს მიიღო. კერძოდ, ახალგორელები გამარტივებულად გადაადგილებას რაზდახანის გავლით 7 ივნისის დილის 08:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე შეძლებენ.
გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანს ანატოლი პლიევს დაევალა.