უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან სულ მცირე 500 უკრაინელი ბავშვია დაღუპული.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ”რუსულმა იარაღმა და სიძულვილმა, რომელიც ყოველდღიურად ანადგურებს უკრაინელი ბავშვების სიცოცხლეს", ასობით ადამიანი იმსხვერპლა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
„ბევრ მათგანს შეეძლო გამხდარიყო ცნობილი მეცნიერი, მხატვარი, სპორტის ჩემპიონი და წვლილი შეეტანა უკრაინის ისტორიაში“, - დასძინა მან.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია დაღუპული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ზოგიერთი ტერიტორია რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.
”ჩვენ უნდა გავძლოთ და მოვიგოთ ეს ომი”, - განაცხადა მან და დასძინა: „მთელი უკრაინა, მთელი ჩვენი ხალხი, ყველა ჩვენი შვილი უნდა იყოს თავისუფალი რუსული ტერორისგან".
interpressnews.ge