კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი მარგარიტა სიმონიანი მორიგ პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს. რუსული არხის ეთერში სიმონიანი მობილიზაციის მეორე ტალღის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, რისკები, რომელიც ომში წასვლას მოჰყვება, იდენტურია იმ რისკებთან, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვთ ადამიანებს:
„უკეთესია იბრძოდე ფრონტზე, იომო, ვიდრე სადღაც ბამბუკი მოწიო. ასე საჭესთან ჯდომაც საფრთხის შემცველია, ქუჩაში გამოსვლა ისეთივე სარისკოა, როგორც ფრონტზე ბრძოლა“ – აცხადებს სიმონიანი.