„გუშინ თბილისში იყო ლამაზი შეხვედრა საქართველოს გულანთებული პატრიოტების! მე ბედნიერი ვარ და სავსე იმხელა სიყვარული მივიღე ჩემებო თქვენგან და შეხედულებები გავცვალეთ ადამიანებთან!“, – ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე წერს სოციალურ ქსელში, რითაც გუშინ, 30 აპრილს „უცნობის“, იგივე გია გაჩეჩილაძის მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვან შეფასებებს ეხმაურება, მათ შორის ზაზა პაპუაშვილთან დაკავშირებით.„მავანი წერს, რომ თურმე დაუბანელი, ვაგზლის მოედანი იდგა იქ!
თქვე ფურუნკულებო, არ დაიღალეთ ამ ადამიანისთვის შეურაცხყოფით, შეუფერებელი ეპითეტების, იარლიყების მიწებებით?!
ან რამდენი ხანი უნდა ილაპარაკოთ ამ სიძულვილის ენით?! ისე არ ქნათ რომ სახლიდან ვერ გამოხვიდეთ და ჩვენი დასაცავები გახდეთ!
ეს რუსეთი რომ გაკერიათ პირზე, ფსკერია უკვე და სიბნელე. (კარგად გვახსოვს 2008 ში თქვენი საქციელი როგორც გიყვართ საქართველოს)
მომავალი შეხვედრა კიდევ უფრო მასშტაბური იქნება!
მიყვარხართ და მეამაყებით ვინც იქ ბრძანდებოდით!
წარმატება ჩვენს ქვეყანას!
Zaza Papuashvili “, – წერს ზურა ხაჩიძე.