საკრებულოსა და „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს“ შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, თბილისის საკრებულო იღებს ვალდებულებას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ აქტიურად ითანამშრომლოს საერთაშორისო ფონდთან, ღვაწლმოსილი სპორტსმენების შესახებ ინფორმაციის დამუშავებაში გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელწოდების მინიჭების მიზნით.
გარდა ამისა, საკრებულოს შესაბამისი კომისიები აქტიურად ითანამშრომლებენ ფონდთან წარმატებული ქართველი სპორტსმენების ღვაწლის სათანადოდ დაფასების და მათი სახელების უკვდავყოფის მიზნით სხვა სათანადო ღონისძიებების გასატარებლად