სამკაული ის მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ნებისმიერ სადა ლუქს, განსაკუთრებულ იერს აძლევს და დასამახსოვრებელს ხდის.
ხშირად სამკაული ადამიანისთვის იმხელა დატვირთვას იძენს, რომ ცხოვრებაში მომხდარ პოზიტიურ თუ ნეგატიურ მოვლენებს მასთან აკავშირებენ და მის გარეშე სახლიდან გასვლაც კი წარმოუდგენლად მიაჩნიათ.
კარგი სამკაული მაინცდამაინც ძვირფასი ლითონისგან და ქვებისგან დამზადებულ აქსესუარს არ ნიშნავს, თუმცა, თუ დახვეწილ დიზაინს, თან ძვირფასი მასალაც ემატება, სრული ჰარმონია იქმნება.
საათებისა და სამკაულების მაღაზია Time-ში მაღალი ხარისხისა და გამორჩეული დიზაინის სამკაულებს შეხვდებით ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის.
Time-ში საყურეებს, ბეჭდებს, ყელსაბამებს, კულონებს, სამაჯურებს მსოფლიო ბრენდები სხვადასხვა გემოვნების ადამიანებისთვის წარმოადგენენ. არჩევანის მრავალფეროვნება არის გარანტია იმისა, რომ აუცილებლად იპოვით ისეთ ნივთს, რასაც გულით ეძებთ და რითაც აუცილებლად გაახარებთ საყვარელ ადამიანებს.
თუ ოქროს მოყვარული ხართ, Time-ში აუცილებლად ნახავთ ოქროს ისეთ სამკაულს, რომლის მეშვეობითაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნებით.
შესაძლოა ოქრო სულაც არ იყოს თქვენი ინტერესი და ვერცხლს ანიჭებდეთ უპირატესობას, ამ შემთხვევაში Time-ის ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდის TI SENTO-ს სამკაულები დაიპყრობს თქვენს გულებს.
TI SENTO იყო პირველი ატელიე იტალიაში, რომელმაც ოქროს სტანდარტები ვერცხლის სამკაულებზე გადაიტანა. ეს იყო პირველი ბრენდი, რომელმაც განსაკუთრებული სიყვარული და ყურადღება აჩუქა ვერცხლს. TI SENTO-ს მილანის ატელიეში ოქრომჭედლები მუშაობენ არა ოქროზე, არამედ ვერცხლზე და ქმნიან ისეთ დახვეწილ ნივთებს, რომლის ხიბლიც დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვებათ ადამიანებს.
ბრენდი მკაცრად იცავს ხელოსნობის წესებს. მათი ყველა საიუველირო ნაწარმი დამზადებულია 100% -იანი ოქრომჭედლობის სტანდარტებით. TI SENTO იყენებს Premium 925 სინჯის ვერცხლს, თუმცა ბრენდის რამდენიმე კოლექციაში გამოყენებულია 18 კარატიანი ყვითელი და ვარდისფერი ოქროს დაფერვა.
გარდა ხსენებული ლითონისა, სამკაულების შექმნისას ასევე იყენებენ ძვირფას ქვებს.
TI SENTO-ს მთავარი საიდუმლო როდიუმის დაფარვაშია, ამ ტექნიკით დამზადებული სამკაული დიდხანს ინარჩუნებს ბზინვარებას.
არა მარტო TI SENTO-ს, არამედ Pandora, Brosway, Rebecca, Les Georgettes -ის ორიგინალური სამკაულების შეძენა შეგიძლიათ Time-ის როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ონლაინ საიტზე - time.ge.
საიტის მარტივი ინტერფეისი და მოქნილი საძიებო სისტემა კომფორტულს ხდის time.ge - ზე შოპინგს. თუ ინტერნეტში წარმოდგენილი კონკრეტული ნივთის ფოტო მასალა თქვენთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება და გაგიჩნდებათ სურვილი, რეალური ფოტოები იხილოთ, დააკლიკებთ ფოტოსთან არსებულ ნიშანს წარწერით „მსურს რეალური ფოტო/ვიდეო“ მიუთითებთ საკონტაქტო წყაროს და გამოგეგზავნებათ საჭირო ინფორმაცია და მასალა იმ ნივთზე, რომლითაც ხართ დაინტერესებული.
Time - მისი დახვეწილი საათებითა და სამკაულებით იზრუნებს თავი იგრძნოთ გამორჩეულად ყველ გარემოსა და სივრცეში.