კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმიანება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია.
„იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ ვინმე: სენატორი, ლორდი, კონგრესმენი-ვუმენი, ჟურნალისტი, ექიმი, ევროსდეპუტატი, ექსპრეზიდენტი, ექსელჩი, ექსპერტი და ა.შ.
იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ რამე: სტატია, გადაცემა, ცნობა, აქტი, რეზოლუცია, სინდისი და ა.შ.
იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ სანამ: გიული იხდის...“ - წერს ხაინდრავა Twitter-ზე.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით ირკვევა, რომ სააკაშვილზე საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია.